სპორტული ინვენტარის გამოყენებით საღამოს ვარჯიში ჩვენი გუნდის ფეხბურთელებისთვის საკმაოდ დამღლელი გამოდგა.
"ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსა მულეტმა კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის კომენტარი გააკეთა, სადაც "ზესტაფონთან" ჩატარებულ მატჩსა და გაზეთ "ლელოს" მიერ ტურის სიმბოლურ ნაკრებში დასახელებას გამოეხმაურა.
"დავიწყოთ იქიდან, რომ ზესტაფონში ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. ასევე, ვთვლი, რომ რუსთავთანაც არ გვითამაშია ცუდად, მაგრამ პირველ შემთხვევაში არ გაგვიმართლა, იმერულ დერბიში კი - პირიქით.
შეიძლება კარგი მატჩი ჩაატარო, მაგრამ
როდესაც კარგ თამაშს წარმატებული შედეგიც მოაქვს, ცხადია, მთლიანად კლუბიც და გულშემატკივრებიც კარგ განწყობაზე არიან.
ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა მაინც კარგია, რომ სატურნირო ცხრილში მოწინავე ადგილებს ვიკავებთ.
რაც შეეხება სიახლეებს, იცით, რომ გორის "დილასთან" მატჩი გადაიდო, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მზადებას. შაბათს ორდღიან შესვენებას გამოვაცხადებთ, რითაც ფეხბურთელებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცემათ. ასევე, ვგეგმავთ საკონტროლო მატჩს "ტორპედოს" დუბლშემადგენლობასთან.
დიდი მადლობა გაზეთ "ლელოს" ჟურნალისტებს ამ აღიარებისთვის, თუმცა უნდა აღვნიშნო - ფეხბურთელების მონდომება რომ არა, არაფერი გამოვიდოდა.
მე არ ვმუშაობ იმისთვის, რომ ტურის მწვრთნელად დამასახელონ, ჩემი მთავარი მიზანი გუნდის განვითარებაა".
წყარო: fctorpedo.ge
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ნიკა საბანაძე: ბევრი გოლი და სამეული - ტემპი არ უნდა დავაგდო!
ზესტაფონი-ტორპედო 2:3 - ფეხბურთელები იცვლებიან, დერბი უცვლელია [VIDEO]