ბოლნისის "სიონი" ვალერი აბრამიძესა და დავით იმედაშვილს იმატებს

AutoSharing Option
ფოტოზე: ვალერი აბრამიძე

ბოლნისის "სიონი" ახალ სეზონს სოლიდური შენაძენებით შეხვდა: კლუბის ხელმძღვანელებმა და ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კიკნაძემ ბევრი გამოცდილი და ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე მიიწვიეს.

თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ არის დრო და ბოლნისელთა აქტიურობაც გრძელდება - ახალ მოთამაშეებს ლამის ყოველი ტურის წინ იმატებენ. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი შენაძენია თორნიკე აფციაური და გიორგი კახელიშვილი.

ლაპარაკი იყო საქართველოს ნაკრების ორი ყოფილი მოთამაშის დამატებაზეც - ბაქოს "ინტერიდან" წამოსულ ვალერი აბრამიძესა და ლენქორანის "ხაზარის" ნახევარმცველ დავით იმედაშვილზე. ისინი მზად არიან, ბოლნისში ითამაშონ.

"აბრამიძის საკითხი გადაწყვეტის პროცესშია და, ალბათ, ჩვენთან ითამაშებს. იმედაშვილის ტრანსფერს ველოდებით. ის უკვე თვენახევარია, "სიონში" ვარჯიშობს და უკვე ოპტიმალურ ფორმასაც უახლოვდება.

ჯერ საუკეთესოდ ვერც აფციაური გამოიყურება, მაგრამ გამოცდილი და მაღალი კლასის მოთამაშეა და, შესაბამისად, კონდიციებსაც მალე აღიდგენს.

საერთოდ, მჯერა, რომ ახალწვეულები გუნდს დიდ სამსახურს გაუწევენ",
- ამბობს კიკნაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული