ნოვაცია საქართველოს პირველ ლიგაში: უყურეთ "გაგრას" თამაშს ინტერნეტში

AutoSharing Option
ქართულ ფეხბურთს უამრავი პრობლემა აწუხებს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ჩემპიონატის სატელევიზიო გაშუქებაა, რაც ნებისმიერი ტურნირის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია და ამაზე არავინ დავობს.

სწორედ ამით არის მნიშვნელოვანი პირველი ლიგის ბინადარ "გაგრას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება - ამიერიდან გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე "გაგრას" მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს მიადევნონ თვალი.

ამ კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი მიხეილ აფხაზავა განმარტავს:

"5 სექტემბერს "მერანის" სტადიონზე თელავის "კახეთს" ვმასპინძლობთ. იმედია, ყველა სახის ტექნიკურ პრობლემას მოვაგვარებთ და გულშემატკივარს შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას შევთავაზებთ.

ამას უმაღლესი ლიგის სამი
გუნდი ახერხებდა და მიგვაჩნია, რომ პირველლიგელისგან მსგავსი ნოვაცია მისასალმებელია. იდეა კლუბის პრეზიდენტმაც მოიწონა, მის რეალიზებაში Myvideo.ge-ს ადმინისტრაცია გვეხმარება.

"გაგრა" უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად ემზადება და გვინდა, ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციაში ჩვენი წვლილიც შევიტანოთ.

მაგრამ ხელს გვიშლის ის, რომ ყველა რაიონში არ არის მაღალი ხარისხის ინტერნეტი და ყველა რაიონიდან პირდაპირი ტრანსლირება შეუძლებელია. ამიტომ ჯერჯერობით საშინაო შეხვედრების რეპორტაჟები გვექნება, მომავალში კი ვნახოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული