გიორგი კახელიშვილი არნაუდ ჩუენსუსთან განზრახ უხეშობისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში ბოლნისის "სიონმა" ლანჩხუთის "გურიას" 2:0 რომ მოუგო, არასასიამოვნო ფაქტი მოხდა - "სიონის" შემტევი გიორგი კახელიშვილი ლანჩხუთელთა კამერუნელ მცველ არნაუდ ჩუენსუს განზრახ ეუხეშა - არასათამაშო ეპიზოდში ფეხი მიარტყა, რაც ვიდეოკადრებშიც კარგად ჩანს.

30 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ეს საქმე გაარჩია და ვერდიქტიც გამოიტანა - კახელიშვილი სამ თამაშს გამოტევებს.

26 წლის ფეხბურთელს არა ერთ გუნდში უთამაშია და აქამდე მსგავს ინციდენტებში არ გახვეულა. "გურიასთან" შეხვედრაში კი მან გოლიც გაიტანა. "სიონში" მისვლამდე კახელიშვილი გორის "დილაში" თამაშობდა.

ასე რომ,
31 აგვისტოს ბოლნისური გუნდი ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურში "ზუგდიდს" კახელიშვილის გარეშე ესტუმრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სიონი-გურია 2:0 - ბოლნისელები წინ მიიწევენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაღდად ეკუთვნოდა.იფიქრა მსაჯი ვერ დამინახავსო და ჩაარტყა...
მაგრამ უბედურება ისაა რო ისეთს ჩაარტყა რო ხურდას არ დაუბრუნებდა...
rezo
12:32 01-09-2013
0

სიახლეები პოპულარული