დოსიე:
ნიკა ფილიევი
დაიბადა: 1991 წლის 21 მარტს, თბილისში
სიმაღლე: 173 სმ; წონა: 62 კგ
პოზიცია: ნახევარმცველი
ახალგაზრდული კლუბი
2003-09 ლოკომოტივი მ
საკლუბო კარიერა
2009 ლოკომოტივი მ 1(0)
2009 ცსკა მ 4(0)
2010 ამკარი 5(0)
2012 სლოვანი 4(1)
2013 ვოლგარი 10(0)
ნიკა ფილიევი
დაიბადა: 1991 წლის 21 მარტს, თბილისში
სიმაღლე: 173 სმ; წონა: 62 კგ
პოზიცია: ნახევარმცველი
ახალგაზრდული კლუბი
2003-09 ლოკომოტივი მ
საკლუბო კარიერა
2009 ლოკომოტივი მ 1(0)
2009 ცსკა მ 4(0)
2010 ამკარი 5(0)
2012 სლოვანი 4(1)
2013 ვოლგარი 10(0)
გორის "დილას" ახალწვეულებზე "ლელომ" უკვე გაცნობათ. დღეს ერთ-ერთი მათგანის, თბილისში დაბადებული რუსეთის მოქალაქე ნიკა ფილიევის მცირე ინტერვიუს შემოგთავაზებთ.
სხვათა შორის, რესპონდენტი ქართულად გვესაუბრა. არადა, ნიკა 5 წლის იყო, როცა მშობლებთან ერთად რუსეთში დასახლდა...
ამბობენ - რომ არა ტრავმა, 22
მოკლედ, "დილას" მთავარ მწვრთნელს გიორგი დევდარიანს თუ დავესესხებით, ფილიევი საინტერესო ფეხბურთელია და როგორც კი ფორმას აღიდგენს, გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს.
ახლა კი დაპირებული ინტერვიუ...
- ყველა საერთაშორისო ცნობარში საქართველოს მოქალაქედ ხართ მოხსენიებული...
- ეს შეცდომაა. 5 წლის ვიყავი, როცა რუსეთში, კერძოდ, სოჭში გადავედით საცხოვრებლად. მას შემდეგ რუსეთში ვცხოვრობ და ცხადია, იქაური პასპორტი მაქვს.
- ცოტა უცნაური კი არის, რომ რუსეთში გაზრდილი ქართულად საკმაოდ გამართულად ლაპარაკობთ...
- ბებია დღემდე ნაძალადევში, უიარაღოს ქუჩაზე ცხოვრობს და ხშირად ჩამოვდიოდით. ბუნებრივია, ქართულიც ვიცი, რადგან მეზობლებთან და ოჯახის წევრებთან სხვა ენაზე არც მილაპარაკია.
- რუსეთის ერთ-ერთ იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდით. ამიტომაცაა მოულოდნელი საქართველოში თქვენი ჩამოსვლა...
- ცხოვრებაში ბევრი მოულოდნელობა ხდება. ბოლოს ასტრახანის "ვოლგარში" ვთამაშობდი და პრემიერლიგაში დაბრუნება მსურდა, მაგრამ ეს არ გამოვიდა. ამ დროს, მამუკა ჯუღელმა "დილაში" შემომთავაზა თამაში. გუნდი ევროპის ლიგის პლეი-ოფამდე გავიდა და ჩავთვალე, რომ საინტერესო წინადადება იყო.
- როგორც ვიცით, ცსკა-ს ლიდერი ალან ძაგოევიც საქართველოში, კერძოდ, გურჯაანში იზრდებოდა...
- დიახ, ასეა. ჩვენ ვმეგობრობთ. ნიჭიერი მოთამაშე და კარგი ადამიანია. საქართველოში გაზრდილი ბიჭები რუსეთში სხვებიც არიან. მაგალითად, მოსკოვის "დინამოს" თავდამსხმელი ალან კასაევი, რომელიც მანამდე "რუბინში" თამაშობდა.
- "დილაში" როდემდე დარჩებით?
- კონტრაქტი ექვსთვიანია, ანუ დეკემბრამდე გავჩერდები. გუნდში უკვე ვივარჯიშე, "დილას" თამაშები ვნახე და ძალიან გამიხარდა, საქართველოში ასეთი დონის კლუბი რომ არსებობს.
კარგი ფეხბურთელები არიან, საინტერესო მწვრთნელი გვყავს და ბიჭებიც კარგად დამხვდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"