საჩხერის "ჩიხურა" 9 ქულით ლიდერობს

AutoSharing Option
1 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონატის 3 შეხვედრა გაიმართა, რომელთაგანაც ცენტრალური გორში შედგა - ევროთასებიდან გამოვარდნილმა "დილამ" 3:0 დაამარცხა რუსთავის "მეტალურგი".

სტუმრებს უკვე მე-19 წუთზე გაუძევეს მცველი გიორგი გავაშელიშვილი, რითაც კარგად ისარგებლა "დილამ". ანგარიში მე-20 წუთზე დავით ბოლქვაძემ გახსნა, ხოლო 32-ე წუთზე გოლი ირაკლი მოდებაძემ გაიტანა. 73-ე წუთზე მოდებაძემ დუბლი შეასრულა.

"ჩიხურა" გიორგი დათუნაიშვილმა მე-7 წუთზე დააწინაურა "ზესტაფონთან" მატჩში და 1:0 გაიმარჯვა,

"სპარტაკისა" და "ტორპედოს" თამაშში სტუმრებმა ანგარიში 76-ე წუთზე გახსნეს (გიორგი ხიდაშელი) და მინიმალური სხვაობით მოიგეს - 1:0.

საჩხერის "ჩიხურა" 4
ტურიდან 9 ქულით ერთპიროვნული ლიდერია

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის IV ტური: "ვიტ ჯორჯიამ" და "ზუგდიდმა" შინ იმარჯვეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩიხურა ჩემპიოოოოოოონნნია წელს
fcchokhura fanclub
12:54 02-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული