უმაღლესი ლიგის IV ტური: "ვიტ ჯორჯიამ" და "ზუგდიდმა" შინ იმარჯვეს

AutoSharing Option
31 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის IV ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

მცხეთაში "ვიტ ჯორჯიამ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 მოუგო. ანგარიში 31-ე წუთზე შოთა დავლაშელიძემ გახსნა, გიორგი კორიფაძემ კი 63-ე და 73-ე წუთებზე დუბლი მიითვალა.

ამ გამარჯვებით ვეტერინარები სატურნირო ცხრილში დროებით გალიდერდნენ.

პირველი გამარჯვება იზეიმა "ზუგდიდმა", რომელმაც შინ ბოლნისის "სიონი" მიიღო.

სტუმრები ლადო ახალაიას გოლით მე-10 წუთზე წინ გავიდნენ, თუმცა პირველსავე ტაიმში, ჯერ ლუკა გუგუჩიამ (29) შეძლო გათანაბრება, შემდეგ კი ნიკოლოზ აფაქიძემ (35) გამარჯვების გოლის გატანა.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის IV ტურის წინ: ევროპიდან... საქართველოში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული