ამის შესახებ "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა ლანჩხუთის "გურიასთან" (1:2) საქართველოს ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა.
უჰრინის თქმით, მთავარი გუნდის რამდენიმე წევრი მეორე გუნდშია გადაყვანილი და მათ შორისაა ჯაბა დვალიც. მიზეზი კი ჩეხმა სპეციალისტმა არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ ეს კლუბის შიდა სამზარეულოა და ამაზე ვერ ისაუბრებს.
ასევე იხილეთ:
გურია-დინამო 2:1 - გურული ფირალები და გაძარცვული ჩემპიონი [VIDEO]