განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მასმედიაში გასული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ვითომდა გორის "დილას" აქვს ფინანსური დარღვევები.
გორის "დილას" შემოწმების შედეგად გამოვლენილ იქნა მცირე ხარვეზები, რაც დამახასიათებელია ყველა დიდი ორგანიზაციისათვის და ის არ არის დაკავშირებული ფინანსურ დარღვევებთან.
გამოვლენილი ხარვეზები უკავშირდებოდა საქმის წარმოების სხვადასხვა დოკუმენტს, რაც არის გამოსწორებადი და მისი გამოსწორება ასახვას პოულობს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.
მასმედიის წარმომადგენლებს მოგმართავთ თხოვნით, სიფრთხილე გამოიჩინოთ
ს.კ. "დილა"
იხილეთ ვრცლად:
საგანგაშო დასკვნა გორის "დილას" ფინანსების შესახებ