რა თქმა უნდა, პირველი ორის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ დავით მახარაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი ტაქტიკოსი და ფსიქოლოგია. მანამდე ისიც ჰქონდა დამტკიცებული, რომ ერთი კვირის შეკრებილი გუნდით კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლია და ისიც, რომ გუნდს კომპლექსი არც "დინამოსთან" აქვს. ქება და ქება "გურიას" ყველა მოთამაშეს, რომლებმაც "მეტალურგთან" შეხვედრაში ყველაფერი ჩადეს და დაამტკიცეს - მათი თავკაცი იმას მაინც იმსახურებს, რომ უკეთესად მოექცნენ...
...მატჩის პირველი ნახევარი არცთუ საინტერესო სანახავი გამოდგა. შესამჩნევ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა პირველი
სამაგიეროდ, უფრო მწვავე შეტევები სტუმრებმა ტაიმის მიწურულს განავითარეს - ორ ეპიზოდში "გურია" მეკარე ბობღიაშვილმა გადაარჩინა, ერთხელ კი იობაშვილი წამოეშველა, რომელიც საგოლე დარტყმას გადაეფარა.
ისინი მოგვიანებით მატჩის გმირებიც გახდნენ, თუმცა მანამდე ლანჩხუთელები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ: თამაში ხეირიანად განახლებულიც არ იყო, როცა ლევან კორღალიძემ თავის პირველ კლუბს (კარიერა "გურიაში" დაიწყო) პირველი გოლი გაუტანა - 1:0.
თითქოს ამას სტიმული უნდა მიეცა სტუმრებისთვის და გურულები გაეტეხა, მაგრამ... დავით მახარაძემ საჭირო შეცვლით (ნოდარ გაჩეჩილაძემ ძალიან გაუმართლა) სათამაშო უპირატესობა თავისი გუნდის მხარეს გადაიტანა.
ამასთან, მისმა შეგირდებმა გამარჯვებისკენ საოცარი სწრაფვა გამოავლინეს. 63-ე წუთზე დაუღალავი ჯოჯუას ჩინებული გადაცემის შემდეგ ფლანგზე შეუდარებელმა შენგელიამ ცენტრისკენ გაიწია და მაშინ, როცა სტუმრები თამაშგარეზე ფიქრობდნენ, ბურთი მარჯვენათი ოსტატურად მიიღო, ხოლო მარცხენათი ბედიაშვილი უშანსოდ დატოვა - 1:1.
ამან ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე გურულებს მისცა, თუმცა აშკარა იყო, რომ შემდეგი გოლი დასწრებაზე იქნებოდა. რაც 77-ე წუთზე "გურიას" კართან მოხდა, მისახვედრი იყო, რომ "არ გაიტან, გაგიტანენ" კანონი ამოქმედდებოდა: ჯერ შეცვლაზე შესულმა ფიფიამ მეკარის ბაქნის მისადგომებიდან მცველებდაფარულ ბობღიაშვილს ისეთი დაურტყა, ბურთის უკუგდებას მეკარის შესაშური რეაქცია დასჭირდა, ხოლო დამატებაზე რაზმაძის დარტყმა, უკვე კარის მეორე კუთხისკენ, სასწაულებრივად გადააგდო კუთხურზე.
გურულებმა ფეხბურთის დაუწერელი კანონი კარგად გამოიყენეს - ჯერ გაჩეჩილაძის კარგ გარღვევას შალამბერიძემ სტუმართა კარში მიუჩინა ადგილი, ხოლო ბოლო წუთზე უკვე ჩიკვილაძემ საჯარიმოდან ისეთი "მოჭრა", ბედიაშვილს ოდენ თვალი გააყოლებინა - 3:1.
ცალკე აღნიშვნის ღირსია "გურიას" გულშემატკივარი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, დიდი წვლილი შეიტანა გუნდის გამარჯვებაში. აკი ნამატჩევს მახარაძემ პერსონალურად გადაუხადა კიდეც მადლობა ქომაგებს...
თუმცა საკითხავია, მას როგორ უხდიან მადლობას? რა თქმა უნდა, არავის ფუნქციაში არ ვაპირებთ ჩარევას, მაგრამ ფეხბურთში არსებობს დაუწერელი კანონები, განსხვავებით ხისტი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან - უბრალოდ, ასეთ დროს მწვრთნელებს არ ცვლიან!
ლანჩხუთში კი ისე გამოდის, რომ გამარჯვებულებსაც (თემურ ლორია, რომელმაც "გურია" უმაღლესში გადაიყვანა და ახლა მახარაძე) ასამართლებენ!
მატჩის შემდეგ
გია ჯმუხაძე ("მეტალურგის" მწვრთნელი):
"უპირველესად, ვულოცავ "გურიას" ამ მოგებას. შეხვედრა ჩვენი უპირატესობით დაიწყო, ანგარიშიც გავხსენით, თუმცა შემდეგ კარგი მომენტებიც გავანიავეთ და მეტოქემ აქეთ გაგვიტანა გოლები. რას ვიზამთ, ორივე გუნდი ვერ იგებს ხოლმე, დღეს მეტოქემ გვაჯობა".
დავით მახარაძე ("გურიის" მთავარი მწვრთნელი):
"რთული თამაში იყო. გოლის გაშვების შემდეგ მძიმე სიტუაციაში კი აღმოვჩნდით, მაგრამ გამოვნახეთ ძალები მატჩის შემოსატრიალებლად, რისთვისაც ბიჭებს მადლობას ვუხდი. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ქომაგების მხარდაჭერა და მერწმუნეთ, ლანჩხუთში როცა ვითამაშებთ, მეტოქეებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ. "გურიის" ქომაგი ნამდვილად მე-12 მოთამაშეა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მწვრთნელების გარდა გულშემატკივრებსაც რომ შეუძლიათ დასწრება და შეკითხვის დასმა.
ისე ნაცებიდან დიდი შორს არ ხარ გადამხტარი, წლების განმავლობაში ნაცები ათასებს გიხდიდნენ არაფრის კეთებაში "გურიის" პრეს-ატაშე რომ იყავი. მაგრამ ახლა არაპროფესიონალებისა და უვიცების დრო მთავრდება და ამიტომაც ვერ გამონახე შენი ადგილი "გურიაში"...
პოკორა ჯერ-ჯერობით მართალია მწვრთნელი არ არის მაგრამ გულშემატკივრის სტატუსითაც შეეძლო დასწრება (ეს ისე ცნობისთვის, აწი რომ არ შეგეშალოს)!!