სპარტაკი-ზესტაფონი 1:0 - მოგება ზღაპარში [VIDEO]

AutoSharing Option
"ზესტაფონმა" ცხინვალის "სპარტაკთან" ეროვნულ ჩემპიონატში 15-დან 10 შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ერთი წააგო. ამჟამინდელი მდგომარეობითა და შემადგენლობით სტუმრები "სპარტაკზე" სოლიდურად გამოიყურებოდნენ და ფავორიტებადაც ითვლებოდნენ.

მაგრამ თამაში მოულოდნელი სცენარით წარიმართა და "სპარტაკმა" 3 ქულა ზღაპარში მოიპოვა...

პირველი ტაიმი საშინელი სანახავი გამოდგა. ფეხბურთელები მოედანზე თითქოს მოვალეობის მოსახდელად იყვნენ გასულნი - არც ხალისი, არც ტემპი...

გასაგებია, რომ უმაღლესი ლიგის მატჩის საღამოს გამართვა უფრო სასურველია, მაგრამ გუნდებს მონდომება ნებისმიერ სიტუაციაში მოეთხოვებათ.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

შეხვედრა სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელებმა ცხინვალელთა კართან ბევრი სახიფათო, მაგრამ
უშედეგო შეტევა განახორციელეს - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე გიორგი ნადირაძე დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ლევან კუტალიას, ლევან შარიქაძეს, გიორგი ადამიასა და ირაკლი ქობალიას "ზესტაფონის" დაწინაურების შანსი არ მისცა.

Sportall.Geრამდენიმე ეპიზოდში სტუმრებს სიზუსტეც არ ეყოთ.

"სპარტაკი" კონტრშეტევების განხორციელებას ცდილობდა და ორჯერ ეს მეტ-ნაკლებად სახიფათოდაც გამოუვიდა - ერთ ეპიზოდში ბურძენაძეს მეკარესთან პირისპირ თუხარელი გაჰყავდა და ამ უკანასკნელმა ბურთი ვერ დაიმორჩილა.

მერე კი უსიამოვნო სანახავი იყო ერთ-ერთი სპარტაკელის დარტყმა, როცა ბურთი... გვერდით ხაზს იქით გადავიდა...

"ზესტაფონი" მეორე ტაიმში უფრო აქტიურად და სწრაფად ათამაშდა, შეტევების გამწვავებას ფლანგებიდან შეეცადა და უამრავი რეალური საგოლე მომენტიც შექმნა: მარცხენა ფლანგიდან ადამიას ზუსტი გადაცემის შემდეგ "ზესტაფონის" დაწინაურების მშვენიერი შანსი მიეცა სამუშიას, თუმცა მისი თავური კარს ოდნავ ასცდა.

მალევე კარის აღება თავად ადამიას შეეძლო, მაგრამ დარტყმა დაუგვიანდა.

განსაკუთრებით აქტიურობდა ქობალია, რომელმაც ბევრი მომენტიც შექმნა, მაგრამ მიზანი ვერა და ვერ გაასწორა, ერთხელ კი ახლო მანძილიდან მისი დარტყმული მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა.

რამდენიმე ეპიზოდში თავისიანები მეკარე ნადირაძემაც იხსნა. ორჯერ მწვავედ შეუტია ენდელაძემ - პირველად არაზუსტად დაარტყა, ხოლო მერე მასპინძლები აშკარა გოლისგან ცხინვალელთა გოლკიპერმა გადაარჩინა, მანვე მოიგერია შარიქაძის ძლიერი დარტყმაც და თედორე გრიგალაშვილის თავურიც...

სტუმრები ამდენი მომენტის გაფლანგვისთვის მწარედ დაისაჯნენ - დამატებული დროის ბოლო, მე-3 წუთზე კვეკვესკირმა შეტევა მოედნის ცენტრში კაკაშვილს გაუგრძელა, რომელმაც წინ პარტნიორი ვერ მოძებნა და დაახლოებით 35 მეტრიდან ბურთი კარისკენ გააქანა.

მეკარე კვასხვაძემ, რომელსაც მთელი 90 წუთი საქმე არ ჰქონია, ბურთი ვერ მოიგერია და "სპარტაკმა" სეზონში პირველად გაიმარჯვა - 1:0.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რატკო დოსტანიჩი: როცა ამდენი შანსიდან ერთსაც ვერ იყენებ, რთულია რაიმეს თქმა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
დროზეე გონზეე მოდიტ ტორეე რატკოსს ბევრიი მიყვებაა
giorgi
22:57 23-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული