პროტესტი სტადიონებზე: სოლიდარობა დიცისა და დვანის მოსახლეობის მიმართ!

AutoSharing Option
რაც საქართველოა, მას შემდეგ მტერი არ მოჰკლებია - შინაურიც და გარეულიც. ერთი თაობაც არ დაბადებულა, ომი რომ არ გადაეტანა.

"ტრადიცია" გრძელდება. რუსეთის მმართველებს არც ერთი ქართველი პრეზიდენტი არ მოსწონდათ, მაგრამ - ქართველი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს და გვიყვარსო. სწორედ ამ ხალხს ართმევენ ისედაც შაგრენის ტყავივით დაპატარავებულ მიწა-წყალს.

ამის დასტური ბოლო პერიოდში სამაჩაბლოში განვითარებული მოვლენებია. საოკუპაციო ჯარები ნაბიჯ-ნაბიჯ მოიწევენ. ამ ყველაფერს 4 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სოფელ დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენების გამო, ჩვენ, როგორც
საქართველოში ფეხბურთის მმართველმა უპირველესმა ორგანომ, საჭიროდ მივიჩნიეთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია დაგვეფიქსირებინა იმ განუზომელი ბოროტების წინააღმდეგ, რაც ამ ქართულ სოფლებში რუსი ოკუპანტების მიერ ხორციელდება.

Sportall.Geფეხბურთი ყოველთვის იყო ერებისა და ხალხების გამაერთიანებელი სპორტის სახეობა, რომელშიც ადგილი არ ჰქონდა ეროვნებისა და პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით ხალხის დაყოფასა და ჩაგვრას. ქართული ფეხბურთის უდიდესი თარიღი - 1981 წლის 13 მაისი, სწორედ, ორმა დიდმა ქართველმა - ეროვნებით აფხაზმა ვიტალი დარასელიამ და ეროვნებით ოსმა ვლადიმერ გუცაევმა შექმნეს.

დღეს, დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენები კი ჩვენი, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქეების აღშფოთებასა და წუხილს იწვევს.

ქართულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების მხარდასაჭერად და სოლიდარობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩები, რომლებიც 6 ოქტომბერს, საქართველოს ექვს ქალაქში - რუსთავში, ქუთაისში, ქობულეთში, განმუხურში, მარტვილსა და მცხეთაში ჩატარდება, ლოზუნგით "დიცი და დვანი - საქართველოა" - გაიმართება.

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თორმეტივე გუნდის ფეხბურთელები მატჩებს სწორედ, ამ წარწერის მქონე მაისურებით დაიწყებენ და ეს იქნება ქართული საფეხბურთო ოჯახის ხმამაღალი პოზიცია და სოლიდარობა დიცისა და დვანის მოსახლეობის მიმართ".


...ისრაელისა და არაბული სამყაროს დაპირისპირება ყველას კარგად მოგეხსენებათ. მათ შორის მტყუან-მართლის გარჩევა ჩვენი საქმე არაა, უბრალოდ, ფაქტს მოგახსენებთ.

ამ დაპირისპირებამ თავი ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაშიც იჩინა.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში "მაკაბი" თელ-ავივში "ბაზელთან" 0:1 დამარცხდა. შვეიცარიულ კლუბში ორი ეგვიპტელი ფეხბურთელი თამაშობს - მოჰამედ სალახი და მოჰამედ ელ-ნენი. თავიდან მათ ჯერ ისრაელში ჩასვლა არ სურდათ, მაგრამ, როცა ეს არ გამოვიდა, სალახმა მატჩისწინა მისალმების დროს მეტოქის მოთამაშეებს ხელი არ ჩამოართვა.

ის ამ დროს სათადარიგოთა სკამზე იმ მოტივით შეყოვნდა, ვითომდა, ბუცებზე ზონარს იკრავდა.

ჩვენ არც ერთ მოთამაშეს გმირობას და აქციების გამართვას არ და ვერც მოვთხოვთ, მაგრამ მსგავს შემთხვევებში ქართველი ფეხბურთელები მეტად პასიურობენ და პოზიციას არასოდეს აფიქსირებენ.

ეს ხდება მხოლოდ კულისებში - აქ ქართველებზე აუგს არავის ათქმევინებენ. თუნდაც გიორგი ნავალოვსკის ამბავი კმარა - 2010 წელს, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" თამაშისას, ულიანოვსკში ადგილობრივ მოთამაშეს ქართველების გინებისთვის "ხურდა" არ აკმარა.

თუმცა საჯარო პროტესტი მაინც გაცილებით დასაფასებელია.

გასაგებია, რომ ფიფა და უეფა პოლიტიკურ განცხადებებს კრძალავენ, ამის გამო კლუბებს პრობლემები შეექმნებათ, მაგრამ პროტესტის ათასგვარი ფორმა არსებობს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ რა პროვინციალიზმია! აზრზე არ ხართ ფეხბურთი რა არის. ფედერაცია და ჟურნალისტები ვერ გამოდიხართ სახელმწიფო სტრუქტურებიდან და არ იცით ვის როგორ შეეტენოთ. საქმე გააკეთე და სამშობლოს უფრო წაადგები, ვიდრე მაგ ტინგიცობით და ქაჯობის გამოვლინებით. არა რა მართლა ქაჯების ქვეყანაა, რომლის ადგილიც არ არის ევროპაში.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული