ევროთასების შემდეგ გუნდი აირია - ბოლო ტურშიც, ქობულეთში, გორელებმა ლანჩხუთის "გურიასთან" 0:2 წააგეს. "დილა" ისეთი დამაჯერებელი ვეღარ არის, როგორიც ზაფხულში იყო, როცა დანიური "ოლბორგი" და ხორვატული "ჰაიდუკი" გააგდო ევროპალიგიდან...
ინფორმაციის გადამოწმება თავად დევდარიანთან ვცადეთ, მაგრამ მან ზარს არ უპასუხა. გუნდში კი პრივატულად გვითხრეს - მწვრთნელს გადადგომის სურვილი კი ჰქონდა, მაგრამ დარჩენას სთხოვენ და ჯერ მისი წასვლა გადაწყვეტილი არ არისო...
რატომ სურს დევდარიანს "დილიდან" წასვლა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მხოლოდ
ამ პირობებში მუშაობაზე კი მწვრთნელმა (ვინც უნდა იყოს) უარი რომ თქვას, რა გასაკვირია? აკი თქვა კიდეც დევდარიანმა სეზონის დაწყებამდე - ევროპალიგაზე ამ შემადგენლობით ვითამაშებთ, მერე კი ახალი გუნდის გაკეთება მომიწევსო...
მართლაც, ევროპალიგიდან გავარდნის შემდეგ "დილა" ლიდერებმა - ლაშა გვალიამ და გიორგი ილურიძემ დატოვეს და გუნდის თამაში გაუფერულდა. გუნდში დარჩენილ მოთამაშეებს კი კლუბთან მხოლოდ ნახევარწლიანი კონტრაქტები აკავშირებთ, რაც არასტაბილურობის უმთავრესი წინაპირობაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი დევდარიანი: ძველი სისტემით თამაში შეცდომა იყო
გიორგი დევდარიანი: ქართველი ფეხბურთელი BMW-ს ყიდვის შემდეგ მოტივაციას კარგავს
გიორგი დევდარიანი: ჩემი იმედი ფუჭი აღმოჩნდა
გიორგი დევდარიანი: ასე გვინდა ევროპა? ვაი, ჩვენს პატრონს!
ქეცბაიაც არ უნდა წავიდეს.