გიორგი კიკნაძე ბოლნისის "სიონიდან" წავიდა

AutoSharing Option
შაბათს "სიონმა" "მეტალურგთან" 0:1 წააგო და 10 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-10 ადგილზეა, რაც გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდის კვალობაზე სავალალო შედეგია.

ცხადია, ამ შედეგით უკმაყოფილო იყო ბოლნისელთა მთავარი მწვრთნელი გიორგი კიკნაძეც. ამას დაემატა კლუბში არსებული ფინანსური პრობლემებიც, რამაც "სიონის" თავკაცს გადადგომისკენ უბიძგა.

ინფორმაცია კულუარულად კი დაგვიდასტურეს, თუმცა ბოლნისურ კლუბს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, შესაძლოა, მომავალი მატჩისთვის გუნდი "სიონის" გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა ლადო ბურდულმა მოამზადოს.

ყველაფერი უახლოეს დღეებში დაზუსტდება.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
სიონი-მეტალურგი 0:1 - 80 გულშემატკივრისთვის საინტერესო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული