ცხინვალის "სპარტაკში" ვლადიმერ ხაჩიძე კახა კაჭარავამ შეცვალა

AutoSharing Option
ცხინვალის "სპარტაკში" მწვრთნელი შეიცვალა - ვლადიმერ ხაჩიძის ნაცვლად გუნდს კახა კაჭარავა გაუძღვება.

როგორც კლუბში გვითხრეს, ხაჩიძემ გუნდი საკუთარი ნებით დატოვა.

მას არაერთ გუნდში უმუშავია და გამოცდილი სპეციალისტი ეთქმის. ამ სეზონში "სპარტაკი" მისი ხელმძღვანელობით დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში; წინა სეზონში კი იმდენი მოახერხა, რომ თასის მეოთხედფინალშიც გავიდა...

ამ დროისთვის "სპარტაკი" ეროვნული ჩემპიონატის ცხრილის ფსკერზეა, თასის გათამაშებასაც გამოეთიშა მერვედფინალში ქუთაისის "ტორპედოსთან" პაექრობაში.

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა "სპარტაკმა" აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა, მხოლოდ ორი გამოცდილი მოთამაშე დაიბევა - ნიკა მგელაძე და ზვიად მეტრეველი. გამოჩნდა, რომ
გუნდს მეტი გამოცდილი ფეხბურთელი სჭირდებოდა.

31 ოქტომბერს "სპარტაკში" კრება გაიმართა და კლუბის პრეზიდენტმა დიმიტრი სანაკოევმა გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინა - კახა კაჭარავა.

თბილისის "დინამოს" ყოფილ ფეხბურთელსა და მთავარ მწვრთნელს ევროპაშიც უთამაშია - ასეთია კაჭარავას მოკლე დოსიე. "დინამოში" მუშაობისას მის ხელში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელიც დაწინაურდა, მერე ეროვნულ ნაკრებში რომ მოხვდა.

ბოლოს კაჭარავა "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი იყო, ახლა კი - "სპარტაკი", სადაც დებიუტი 3 ნოემბერს ექნება "ვიტ ჯორჯიასთან" საშინაო შეხვედრაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული