ლანჩხუთის "გურია" მილანის "ინტერის" ყოფილ ფეხბურთელს იმატებს

AutoSharing Option
ახლახან ლანჩხუთის "გურია" კიდევ ერთი ლეგიონერით გაძლიერდა: გუნდში ჩაირიცხა ნიგერიელი პიტერ ტერნა სუსვამი, რომელიც დავით ქარაულმა და ქართლოს რუხაიამ ჩამოიყვანეს.

გურულების სატრანსფერო აქტიურობა ამით არ მთავრდება - მალე "გურიას" მილანის "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი, ისა ელიაკვუ გააძლიერებს.

ეს ამბავი ქარაულმა გვითხრა:

"ელიაკვუ "ინტერის" ფეხბურთელი იყო. ბოლოს მახაჭყალის "ანჟიში" თამაშობდა.

სხვათა შორის, "ანჟიში" იმ დროს მივიდა, როცა იქიდან მამუკა ჯუღელი და ომარ თეთრაძე წამოვიდნენ, მაგრამ ნუკრი რევიშვილის, ზურაბ არზიანისა და გიორგი ილურიძის გვერდით უთამაშია.

მას დღე-დღეზე ველით და დარწმუნებული ვარ, ლანჩხუთელებს დიდ
სამსახურს გაუწევს".

ისა ელიაკვუც ნიგერიელია, თუმცა იტალიური პასპორტიც აქვს. "რეჯანას" საფეხბურთო სკოლის 16 წლის მოთამაშე ერთ მშვენიერ დღეს "ინტერმა" წაიყვანა, 2003 წელს კი პროფესიული კონტრაქტიც გაუფორმა.

2003/04 წლების სეზონში, 38 გოლით, პრიმავერას (იტალიის დუბლების ჩემპიონატი) ბომბარდირი გახდა.

სერია A-ში "ინტერის" განაცხადში რამდენჯერმე მოხვდა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ითამაშა - მისი დებიუტი 2004 წლის 13 იანვარს, "უდინეზესთან" იტალიის თასის მატჩში შედგა. მერე მიხვდა, რომ მილანური გრანდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი არ ჰქონდა და იტალიაში რამდენიმე კლუბი შეიცვალა.

2010 წლიდან კარიერა რუსეთში გააგრძელა, თუმცა დიდი წარმატებებისთვის არსად მიუღწევია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"გურია" მილიონ ევროდ შეფასებული 22 წლის ნიგერიელით გაძლიერდა
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაი ამ სტატიის ავტორს და ვაი მთლიანად სპორტალს. რა სტატიებს წერთ რას აბუქებთ რას ბაქიაობთ მეზიზღებით უკვე ეს ქართველი ჟურნალისტები. მილანის ინტერის ფეხბურთელიო და შემოვვარდი უცებ გულში კი ვიცოდი რა დეგენერატები ხართ და ხან უგო ლორისს კლავთ, ხან რაღაც საშინელ სტატიებს წერთ, ხან ჭანტურია გადადის ჯენოაში, ხან სასუოლოში, ხან იქ და ხან აქ მაგრამ მაინც შემოვდივარ ამ აფეთქებულ და დაქცეულ საიტზე სხვები რომ არ არის ვორდსპორტის გარდა არაფერი და ის ვორსპორტიც ამაზე უარესია. რა გვეშველაბა არსაითაა გზა და არსაით ხსნა. ფეხბურთია და კრეტინების ხელშია, სპორტული ჟურნალისტიკაა და უვიცების ხელშია. ხთფუი თქვენ!
temrazi
03:57 05-11-2013
0
Chemi azrit saqartvelos doneze ar iqneba cudi fexburteli italiis dublebshi 1sezonshi 38goli tu gaitana
HENRY14
18:12 04-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული