კობა წიტაიშვილი: ვითხოვდი, ბიჭებს ვარჯიშის შემდეგ ტანი მაინც რომ დაებანათ

AutoSharing Option
11 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 მოგებითა და 7 ქულით "ზუგდიდი" ეროვნული ჩემპიონატის აუტსაიდერია.

სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ სეზონის დასაწყისშივე კლუბს ბიუჯეტი, ფაქტობრივად, აღარ დარჩა. საშველი არ გამოჩნდა ეგვიპტური ტრანსფერებიდანაც. ეტყობა, სწორედ ეს გახდა გუნდის მთავარი მწვრთნელის, კობა წიტაიშვილის გადადგომის მიზეზი.

ეს გაირკვა საკლუბო კრებაზე, რომელზეც "ზუგდიდში" არსებულ ვითარებაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა ამ კრებას თავად წიტაიშვილი არ დასწრებია.

ახალგაზრდა სპეციალისტმა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა სწორედ მშობლიურ "ზუგდიდში" დაიწყო, "ლელოს" უთხრა:

- ზუგდიდელი ვარ და გუნდი რომ ჩავიბარე, უპირველესად, ჩემი ქალაქისა და კლუბის
მომავალზე ვფიქრობდი. გული შემტკიოდა და მსურდა, "ზუგდიდის" წინსვლაში მიმეღო მონაწილეობა.

პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ ელემენტარული სამუშაო და სავარჯიშო პირობები არ არის - ასეთ სიტუაციაში მწვრთნელი ვერ იმუშავებს. ყოველდღე ვარჯიშზე ჩხუბით გასვლა კი ძალიან ძნელია. ვერც შეკრებას ვაწყობთ, არც ფორმაა და არც არაფერი და... მოკლედ, ამ ვითარებაში მუშაობას აზრი არ ჰქონდა.

დირექტორს ვთხოვე, შეკრება მოგვიწყვეთ-მეთქი, მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა. ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩის შემდეგ 5 დღე არ გვივარჯიშია და "მეტალურგთან" მაინც ღირსეულად ვითამაშეთ. "გურიასთანაც" ბოლო წუთებზე იმიტომ წავაგეთ, რომ ეს ყველაფერი ბიჭებს დაეტყოთ.

მალხაზ ჭეჟია ("ზუგდიდის" დირექტორი - ავტ.) კარგი ადამიანია, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო. არადა, არის შანსი, რომ გადავრჩეთ. ამიტომაც ვუთხარი - მე არ დავრჩები, თუ თქვენ იქნებით-მეთქი და გუნდი დავტოვე.

- გუნდს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს არ ურიცხავენ და მარტო ერთმა ჭეჟიამ რა უნდა გააკეთოს?
- მარტო ფულში არაა საქმე. ვითხოვდი ფორმებს, სავარჯიშო პირობებსა და საშხაპეებს, ბიჭებს ვარჯიშის შემდეგ ტანი მაინც რომ დაებანათ, ევროპული პირობები კი არ მომითხოვია. მაგრამ გუნდი რომ გავარდება, მერე ჯოხი ჩემზე გადატყდებოდა.

ჩემი გადაწყვეტილება ბიჭებს კრებაზე ვუთხარი და მათ ვარჯიშზე უარი თქვეს.

- ჭეჟია რომ წავიდეს, ფული და პირობები საიდან გაჩნდება?!
- მაინც მგონია, რომ ამ საკითხების მოგვარება შესაძლებელი იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
111 შენ ეტყობა გუნდში რა სიტუაცია არის მაგის აზრზე არ ხარ! როცა გუნდის ხელმძღვანელობა თამაშების გაყიდვის მეტი საფიქრალი არ აქვს და ამაში მას მწვრთნელი ხელს უშლის ეს უკვე დისკომფორტია და ამის გამოა იქ დაპირისპირება. ფეხბურთელებისთვისაც
zugdideli
00:04 07-11-2013
0
zugdidelo es shen ar gcodnia vin kidis tamashebs da vinaa aferisti. aferistobaa is rom citaishvilma axla daicxo amdeni cagebis mere pirobebi ar maqvso, yvelaferi aq chamosvlamde icoda ra pirobebic iko aq, gunda bolo 5 tamashi ki arada mis cinatac, dasabanic kondat, formac kondat da shekrebebic kondat.tavisi interviuebidan chans vin vinaa. ratqmaunda idealuri pirobebi araa magram daubaneli aravin dadioda rogorc tviton ambobs, rcxvenodes ase rom lancgavs tavis gunds...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული