მალხაზ ჭეჟია კობა წიტაიშვილს პასუხობს: ეს საერთოდ აღმაშფოთებელია!..

AutoSharing Option
6 ნოემბერს რედაქციაში "ზუგდიდის" დირექტორი მალხაზ ჭეჟია დაგვიკავშირდა და გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კობა წიტაიშვილის გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება გვთხოვა.

"ცხადია, არ ვიცოდი, წიტაიშვილმა წასვლის მიზეზებზე რა ილაპარაკა. მესმის, რომ გაზეთს არ აქვს იმის დრო და ადგილი, ყოველდღე ჩემი კომენტარები დაბეჭდოს, მაგრამ მის გამონათქვამებს ყურიდან ყურში ვერ გავატარებდი.

ელემენტარულად, არასწორად ლაპარაკობს და ამიტომ გთხოვთ, კიდევ ერთხელ მომისმინოთ.

გაოცებული დავრჩი თუნდაც ჩემზე ნათქვამი ამ ფრაზით - "მე არ დავრჩები, თუ თქვენ იქნებით-მეთქი და გუნდი დავტოვე". მან ეს არა ჩემთან, არამედ, როგორც მითხრეს,
ფეხბურთელებთან თქვა...

ამას გარდა, ამბობს, რომ ითხოვდა ფორმებს, სავარჯიშო პირობებსა და საშხაპეებს. ესეც ტყუილია! ჯერ ერთი, დანიშვნამდე ვუთხარი, რა პირობებში მოდიოდა, ვაჩვენე რუხის სტადიონი, სადაც გუნდი ვარჯიშობს და არც ის დამიმალავს, რომ იანვრამდე ვერაფერს შევცვლიდით. დამთანხმდა - ვიცი, რაც ხდებაო.

ახლა სხვანაირად ალაპარაკდა...

მეორეც - მოედანზე მართლა შეიქმნა პრობლემები, მაგრამ მიზეზი ისაა, რომ ბოლო დროს ხშირად წვიმდა და საფარი ამის გამო გაფუჭდა, მაგრამ თავიდანვე უვარგისი არ ყოფილა.

ფორმებს ვითხოვდიო - ეს საერთოდ აღმაშფოთებელია. ჯერ ერთი, ჩვენმა ეგვიპტელმა ლეგიონერმა, ამირ აზმი მეგაჰედმა თავისი ხარჯით სავარჯიშო ეკიპირების კომპლექტი რომ იყიდა, ეს ყველა გაზეთმა დაბეჭდა. მეორეც - თავად ჩამოვიტანე "სალერის" ეკიპირება.

იმდენი ფორმა გვაქვს, არ ვიცით, სად წავიღოთ და ეს არ იცოდა მწვრთნელმა?!

სირცხვილია იმაზე ლაპარაკი, თითქოს შეკრებებს არ ვუწყობდი. ბოლო ტურებში 2 ქულა რომ მოვიპოვეთ, ეს სწორედ იმის შედეგია, რომ გუნდს შევუქმენით პირობები, მოვაწყვეთ შეკრება, უკვე ნორმალურ მოედანზე ვვარჯიშობდით, გვემსახურებოდა საუნა, ტრენაჟორების დარბაზი და კვების საკითხიც მოვაგვარე. ამას ყველა ფეხბურთელი დაგიდასტურებთ.

კრების შემდეგ მოთამაშეები ვარჯიშზე არ დარჩნენო - ისე ამბობს, თითქოს მას აუბეს მხარი. სინამდვილეში, ბიჭები ანერვიულებულები იყვნენ და თავად დავასვენეთ. დღეს კი ყველამ ჩვეულებრივად ივარჯიშა, მათ შორის, მისივე ჩამოყვანილმა მეგაჰედმა, რომელიც ძალიან კარგი პიროვნებაა.

სპონსორმა 110 ათასი ლარი ჩაგვირიცხა, გამგეობა ყველანაირად გვეხმარება და ახლა მას სურს, ისეთი სურათი დახატოს, თითქოს ეს ფული გუნდამდე არ მიდიოდა. ამის თქმა დიდი უნამუსობაა. რა, სახლში მიმქონდა?! უბრალოდ, წარუმატებლობის სხვაზე გადაბრალება და ამით საკუთარი არაპროფესიონალიზმის გადაფარვა არ გამოვა.

მაგრამ ამ ყველაფრის გვირგვინი ის იყო, რომ ამ ხმაურიანი განცხადებების შემდეგ გუნდში დაბრუნება ითხოვა, მაგრამ უკვე გათავისუფლებულია და მის დაბრუნებაზე აღარ ვფიქრობთ.

ახალი წლიდან ფინანსური სიტუაცია დალაგდება. იმედია, "ზუგდიდს" ბიუჯეტიდან კვლავ დააფინანსებენ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ გააქტიურების მიზეზს ვერ ვხვდები, ძალიან ცდება", - ამბობს ჭეჟია და იქვე დასძენს, რომ "ზუგდიდი" ეგვიპტელმა ლეგიონერმა ჯამალ ჰამზამ დატოვა, ხოლო საყრდენი ნახევარმცველი გიორგი ხუბუა დააბრუნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მალხაზ ჭეჟია: მერიდება პირობებზე ლაპარაკი, მაგრამ გუნდში ფული მიმქონდა
კობა წიტაიშვილი: ვითხოვდი, ბიჭებს ვარჯიშის შემდეგ ტანი მაინც რომ დაებანათ
მკითხველის კომენტარები / 15 /
ბოლო 4 თამაშია გუნდს პირობები აქვს, ფორმები აქვს, რატომ არ მოიგეს ეს თამაშები.რატომ არ აქვს აქ პასუხი წიტაიშვილს. რას დააბრალებთ აქ დირექტორს.ყველა გუნდს აქვს პრობლემები მაგრამ ბურტს თამაშობენ.ახლა დავალიანებებიც დაიფარება როგორც ვიცი და დეკემბრამდე საწუწუნო არაფერი ექნებათ და თუ წააგებენ ამასაც დირექტორს დააბრალებთ?
iago
19:08 09-11-2013
0
ბატონო მალხაზ ისიც თქვით რომ გუნდი არ ვარჯიშობდა 4 დღე რადგან უვარგისი იყო ეწ. რუხის ''სტადიონი'' და მწვრთნელის ჩარევით მოხდა ბაიას ბაზაზე ვარჯიშების ჩატარების შეთანხმება. აგრეთვე კითხეთ ნებისმიერ ფეხბურთელს და დაგიდასტურებენ რო მტავარმა მწვრთნელმა კლიმენტიმ 11 ათასი ლარი გადაანაწილა ფეხბურთელებზე რომ ხელფასამდე როგორმე მოეგვარებინათ პრობლემები რაც უხელფასობამ შექმნა. ისიც არ დაგავიწყდეთ რომ გუნდი ქალაქის აბანოში დაგყავდათ საშხაპეეში სადაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალები აჰყავთ 15 ლარი ღირს სასტუმრო.. ყველამ უნდა თქვას სიმართლე....
batoni irakli
16:42 07-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული