21 ნოემბერს "ზუგდიდის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ფეხბურთელები ორი საათის განმავლობაში სხვადასხვა ტაქტიკურ სქემაზე ამუშავა, ვარჯიშის ბოლოს კი "წითელ"-"ყვითლებად" დაჰყო და "ორკარა" ათამაშა.
კლუბის პრესსამსახურმა გვაცნობა, რომ ზუგდიდელთა დამრიგებელი გუნდიდან წასულ სამ ფეხბურთელს - ნიკა აფაქიძეს, ზვიად სიხარულიასა და რომეო კანკიას შეხვდა, დაელაპარაკა და დააბრუნა.
ეს სამეული ვარჯიშზეც გამოცხადდა და თითოეულმა სრული დატვირთვით ივარჯიშა.
დ
ამავე დროს, შევიტყვეთ, რომ მალე მოთამაშეებს 2 თვის დავალიანებებს გაუსტუმრებენ, ხოლო ახალი წლიდან კლუბის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 800 ათასი ლარი იქნება.
"ზუგდიდის" დირექტორის მოვალეობას კი დროებით ირაკლი პერტაია შეასრულებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"