გია გეგუჩაძე: გუნდი კონცენტრირებულია და მომყვება

AutoSharing Option
24 ნოემბერს ეროვნული ჩემპიონატის ტურის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შეხვედრა ქუთაისში უნდა გაიმართოს, სადაც "ტორპედო" "ზესტაფონს" უმასპინძლებს.

გაახალგაზრდავებულმა "ტორპედომ" სეზონი რიხით დაიწყო, თუმცა ბოლო შეხვედრებში ვეღარ იჩაუქა.

"ზესტაფონს" რაც შეეხება, სეზონისწინა მზადებას გვიან შეუდგა, სერბი რატკო დოსტანიჩის მწვრთნელობისას წელში ვერ გაიმართა, მერე კი გია გეგუჩაძე დააბრუნეს მთავარ მწვრთნელად, ვინც ბოლო პერიოდში კი ქუთაისის "ტორპედოსაც" თავკაცობდა.

მატჩის წინ "ზესტაფონის" თავკაცს მომავალ დაპირისპირებაზე ვკითხეთ:

- "ზესტაფონში" რომ მივედი, რასაც ველოდი, დაახლოებით ის სიტუაცია დამხვდა. შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევდით, რომ იყო საკადრო პრობლემები, შეტევაში გუნდი
რიგიანად ვერ გამოიყურებოდა...

ორკვირიანი პაუზის ნაყოფიერად გამოყენება გვინდოდა, გუნდი წინა ხაზში უნდა გაძლიერებულიყო. არის პრობლემები დაცვაშიც, გვყვანან ტრავმირებულებიც...

- "ზესტაფონის" ლეგიონერები რა შთაბეჭდილებას ტოვებენ? ფაქტია, "დინამოსთან" მათ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს...
- შეცდომები არის და ამის ერთი ხელის მოსმით გამოსწორება რთულია. ლეგიონერები ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებენ. რაც მთავარია, გუნდი მომყვება, კონცენტრირებული და მონდომებულია.

- თავდასხმაში არსებული პრობლემები ახსენეთ. ორკვირიანი პაუზის დროს "ზესტაფონმა" ამხანაგური შეხვედრები რომ გამართა, ახალგაზრდა ფორვარდი ოთარ კვერნაძე გამოირჩა. "ტორპედოსთან" შეხვედრაშიც უნდა ველოდოთ მის გამოჩენას?
- ვნახოთ, ცალკეულ ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მსურს. "ზესტაფონში" სამუშაო ატმოსფეროა და ეს ყველაფერი ფეხბურთელებმა მოედანზე უნდა გადაიტანონ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XIII ტურის წინ: ისტორიულად სასურველი...
მკითხველის კომენტარები / 2 /
გეგუჩაძე საუკთესო მწვრთნელია. ფეხბურთელები ბედნიერები არიან მისი ზესტაფონში დაბრუნებით.ახლა ჯერი მათზეა: კარგი მწვრთნელი,კარგი სათამაშო პირობები.დადგა დრო ზესტაფონმა ლამაზი ფეხბურთი გვიჩვენოს და გვასახელოს.
გურამი
11:19 24-11-2013
0
ბ-ნო გია! სპორტსმენთა ფიზიკური მომზადების ძველმა მეთოდებმა უკვე თავისი დრო მოჭამა და წამყვანი საფეხბურთო ქვეყნები ახალ გზებს ეძებენ, რაშიც უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ. თქვენ როგორ ფიქრობთ ამ პრობლემის მოგვარებას?
guja_kakhadze
12:06 24-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული