მარტვილის "მერანმა", რომელიც საშინაო მატჩებს სამტრედიაში მართავს, ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ალექსანდრე კოშკაძემ ანაგარიში 37-ე წუთზე გახსნა, 50-ეზე კი დუბლი მიითვალა. მარტვილელებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს - 65-ე წუთზე ლაშა კუჭუხიძემ გაიტანა.
* * *
რუსთავის "მეტალურგმა" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და ფრეს გამორჩა - 1:1.
სტუმრებმა დაწინაურებმა უკვე მეხუთე წუთზე, ბესიკ დეკანოიძის გოლით შეძლეს. რუსთაველებმა ანგარიშის გათანაბრება და ქულის გადარჩენა დენის დობროვილსკის (57) გოლით მოახერხეს.
გორის ცენტრალურ სტადიონზე ბოლნისის "სიონმა" ცხინვალის "სპარტაკი" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:2 სძლია.
ანგარიში ალექსანდრე გოგობერიშვილმა გახსნა (18). ათიოდე წუთში გიორგი თექთურმანიძემ გაათანაბრა, ლაშა ჩაფიძემ (68) კი ცხინვალელები წინ გაიყვანა, თუმცა დროებით. 83-ე წუთზე ჯერ გიორგი კახელიშვილმა გაათანაბრა, შემდეგ კი ზვიად ლობჟანიძემ (85) ბოლნისელებს გამარჯვება მოუტანა.
* * *
ქულის მოპოვებასთან ახლოს იყო "ზუგდიდი", რომელმაც ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი დარასელიას თავკაცობით პირველი მატჩი "ვიტ ჯორჯიასთან" გამართა. "მცხეთა პარკზე" გოლი ბოლო წუთამდე არ გასულა, 90-ეზე კი მასპინძლებს გამარჯვება ლევან კუხალეიშვილმა მოუტანა.
* * *
ტურის კიდევ ორი მატჩი, რომელშიც თბილისის "დინამო" გორის "დილას" უმასპინძლებს, ქუთაისში კი "ტორპედო" "ზესტაფონს" მიიღებს, მოგვიანებით გაიმართება.
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XIII ტურის წინ: ისტორიულად სასურველი...