რატომ არ იყო "ზუგდიდის" ახალი თავკაცი გიორგი დარასელია "ვიტ ჯორჯიასთან"?

AutoSharing Option
24 ნოემბერს "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი დარასელიას დებიუტი უნდა შემდგარიყო, თუმცა "მცხეთა პარკზე", სადაც ეროვნული ჩემპიონატის მე-13 ტურში ზუგდიდელები "ვიტ ჯორჯიას" ესტუმრნენ, სტუმრები მოედანზე ოთარ თუთბერიძემ გაიყვანა.

არადა, კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერდა, რომ გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა 19 ნოემბერს "ზუგდიდი" პირველად ავარჯიშა, "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩამდე კი ის ოფიციალურადაც წარადგინეს.

რატომ არ იყო დარასელია მცხეთაში "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის რანგში და ხომ არ გადათქვა გუნდში მისვლა?

შევიტყვეთ, რომ მიზეზი ტექნიკურია. ზუგდიდური კლუბის მწვრთნელის დოკუმენტურად დამტკიცება ვერ მოხერხდა, რის გამოც დარასელიამ თამაშს
ტრიბუნიდან ადევნა თვალი.

დავაზუსტეთ და გვითხრეს, რომ ეს საკითხი უკვე მოგვარდა. "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გორის "დილასა" და ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" ყოფილი თავკაცის დებიუტი მორიგ ტურში, მარტვილის "მერანთან" საშინაო მატჩში შედგება.

დარასელიას ძალიან მძიმე ამოცანის გადაწყვეტა მოუწევს - 13 ტურის შემდეგ "ზუგდიდი" 7 ქულით ბოლო, მე-12 ადგილზეა და კონკურენტ ცხინვალის "სპარტაკს" 3 ქულით ჩამორჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული