მეტიც, გამოცემას თავად უჰრინის სიტყვები მოაქვს: "ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ საკითხე მოლაპარაკება. მაგრამ ჯერჯერობით არაფერია კონკრეტული", - განუცხადა თბილისელთა თავკაცმა "სპორტ აქტუალნეს".
შეგახსენებთ, რომ "პლზენი" დატოვა პაველ ვრბამ, რომელიც ჩეხეთის ნაკრების თავკაცი გახდა, ის ჯერჯერობით კლუბშია, რადგან ლიგის დასრულებამდე და შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე, 15 დეკემბერის ჩათვლით ვრბა სამსახურში უნდა იყოს.
ჩეხეთში ზამთრის შესვენება 2 დეკემბერს იწყება, საქართველოში კი - 19 დეკემბერს. შეგახსენებთ, რომ კონტრაქტით დუშან უჰრინი თბილისის "დინამოს" სეზონის ბოლომდე ეკუთვნის.
ასევე იხილეთ:
"ჩემი ოცნება ჩეხეთის ჩემპიონატის მოგებაა", - დუშან უჰრინი "პლზენში" მიდის?