"გურიას" ეშველა? ლანჩხუთის გამგებელი ვალის გასტუმრების გარანტიას იძლევა

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიაში" არსებული სიტუაცია მკითხველისთვის ცნობილია - ფეხბურთელებმა სახელფასო დავალიანების გამო გრიგოლეთის ბაზა დატოვეს. ეს მოხდა თბილისის "დინამოსთან" მატჩამდე 2 დღით ადრე.

დავალიანების დაფარვამდე ფეხბურთელები მოედანზე გასვლას არ აპირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, გუნდი დატოვა უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა რომან პოკორამ, თუმცა მისი თანაშემწე დავით მახარაძე "ლელოსთან" ამას არ ადასტურებს:

"ბატონი რომანი უკრაინაში პრო-ლიცენზიის გასახანგრძლივებლად გაემგზავრა და მალე დაბრუნდება. რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, როგორც იცით, საწვრთნელი პროცესი შეჩერებულია.

კლუბის წარმომადგენლები დღეს (ორშაბათს - ავტ.) თბილისში მიემგზავრებიან და ფეხბურთელებს დაელაპარაკებიან.

თამაში "დინამოსთან", ალბათ, შედგება, ოღონდ
საკითხავია, ითამაშებს თუ არა ძირითადი გუნდი? რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, მოლაპარაკებამ შედეგი მოგვიტანოს და მთავარმა გუნდმა ითამაშოს. ესაა, რომ ერთი დღე დაგვრჩა სავარჯიშოდ",
- გვითხრა მახარაძემ.

ჩვენ კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ზაზა ურუშაძეს დავუკავშირდით:

- ბატონო ზაზა, რაიმე სიახლე ხომ არ გაქვთ "გურიასთან" დაკავშირებით?
- ყველაფერი კარგად იქნება! გავაკეთეთ საგარანტიო წერილები გამგეობისა და საკრებულოს სახელით, რომელსაც კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელებს გადასცემენ. "გურიის" დირექტორი ორშაბათს მიემგზავრება თბილისში.

- რას სთავაზობთ ამ წერილებით ფეხბურთელებს?
- დავალიანებას სრულად გავუსტუმრებთ 15 იანვრამდე. უკვე გამოძებნილია თანხა და ამის პრობლემა არ იქნება.

- საერთო ჯამში რა თანხაზეა საუბარი?
- 160 ათას ლარზე, რომელიც დეკემბრის ჩათვლით გაისტუმრებს ფეხბურთელთა სახელფასო დავალიანებას, სოციალური გადასახადის ჩათვლით.

- არცთუ ისე დიდი თანხაა...
- დამერწმუნეთ, რომ ბევრ უმაღლესლიგელს ამაზე მეტი დავალიანება ექნება. ჩვენ პრემიალურს შეძლებისდაგვარად ვაძლევთ ფეხბურთელებს. გვაქვს დარჩენილიც და ვეცდებით, ამ თვეში გავისტუმროთ.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რომან პოკორა "გურიიდან" მიდის...
- არასწორი ინფორმაციაა. ამ თვეს დავასრულებთ და მერე ცვლილებები, ალბათ, იქნება, თუმცა ბატონ პოკორას წასვლაზე ლაპარაკი არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა იმედიანად ვიყავი, ჩაკუკა ქართულმა ოცნებამ გურიას ოცნებას. ახეაა ჩვენზე 80% რო მივეცით
guruli
17:51 03-12-2013
0
სოციალური გადასახადი 2008 წლის შემდეგ აღარ არსებობს
1111
15:10 03-12-2013
0

სიახლეები პოპულარული