"სპორტ აქტუალნე" გამოთქვამს ვარაუდს, რომ საგაზაფხულო ეტაპიდან გუნდს თბილისის "დინამოს" თავკაცი დუშან უჰრინი-უმცროსი ჩაუდგება.
თუმცა გამოცემა იქვე დასძენს, რომ ჯერ არაფერია დადასტურებული.
"საგაზაფხულო ეტაპიდან, როგორც მოსალოდნელი იყო, სავარაუდოდ, დუშან უჰრინი უხელმძღვანელებს გუნდს, მაგრამ სანამ მწვრთნელს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი აკავშირებს, დადასტურებული არაფერია", - წერს "სპორტ აქტუალნე".
ჩეხეთის გამბრინუსლიგა დეკემბრის დასაწყისში დაგვემშვიდობა და ჩემპიონატში 22 თებერვლამდე შესვენებაა. "პლზენი" 37 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ "სპარტას" 5 ქულით ჩამორჩება.
5 დეკემბერს
"მე მჯერა, რომ "პლზენი" უჩემოდაც შეძლებს "სპარტას" დაწევას. შარშან ამდენი ქულა ლიდერობის გარანტია იყო. წლეულს სიტუაცია შეიცვალა, თუმცა მე ველი დაძაბულ ფინიშს და იმედი მაქვს, "პლზენი" ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებს. ჩემს შემცვლელს, ვინც უნდა იყოს ის, წარმატებას ვუსურვებ", - განაცხადა ვრბამ.
ასევე იხილეთ:
სპეკულაციები: რას აპირებს დუშან უჰრინი?