დუშან უჰრინი: აქ მუშაობა ძნელია, თორემ "დინამო" კარგი გუნდია

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიასთან" მატჩამდე გავრცელებული ხმები, რომ დუშან უჰრინი თბილისის "დინამოს" დატოვებდა და პლზენის "ვიქტორიას" ჩაიბარებდა, 5 დეკემბერს თავად ჩეხმა სპეციალისტმა დაადასტურა.

"გურიასთან" მოგების შემდეგ დინამოელთა მთავარი მწვრთნელი "გლადიატორების" ("დინამოს" ფანები) ტრიბუნასთან მივიდა და დაემშვიდობა. ასეთი რამ მას არასოდეს გაუკეთებია. რამდენიმე "გლადიატორი" "დინამოს" სათადარიგოთა სკამისკენ დაიძრა შეძახილებით - "დუშან! დუშან!"

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე "დინამოს" დამრიგებელმა მატჩი მიმოიხილა და მალე მთავარი კითხვაც მოისმინა.

- მართალია, რომ დღეს თბილისის "დინამოს" მწვრთნელის რანგში ბოლო შეხვედრა ჩაატარეთ და პლზენის "ვიქტორიაში" გადადიხართ?
- პარასკევს "დინამო
არენაზე" პრესკონფერენციას გავმართავ და ყველაფერზე იქ ვილაპარაკებ.

- "დინამოს" ტოვებთ?
- დიახ.

პრესკონფერენციის შემდეგ "ლელოს" უჰრინთან რამდენიმე კითხვის დასმის საშუალება მიეცა.

- მოკლედ, გადაწყდა, რომ "პლზენში" იმუშავებთ?
- დიახ, ჩემპიონთა ლიგაში მუშაობა ყველა მწვრთნელის ოცნებაა.

- რამდენწლიან კონტრაქტს აფორმებთ?
- ჯერ არ ვიცი, ამას ჩეხეთში ჩასვლის შემდეგ გავარკვევ.

- "პლზენი" დიდი სტიმულია, რასაც საქართველოზე ვერ ვიტყვით...
- რა თქმა უნდა, ჩემპიონატის გამო აქ მუშაობა ძნელია, თორემ "დინამო" კარგი გუნდია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"გურიასთან" მოგების შემდეგ დინამოელთა მთავარი მწვრთნელი "გლადიატორების" ("დინამოს" ფანები) ტრიბუნასთან მივიდა და დაემშვიდობა. ასეთი რამ მას არასოდეს გაუკეთებია. შეიძლება რომ არ დაწეროთ? ყველა თამაშის შემდეგ გუნდი და მწვრთნელი ერთად მოდიოდნენ ხოლმე ტრიბუნასთან და საიდან მოიგონეთ რომ არასოდეს გაუკეთებია :\
GT 98
13:39 06-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული