გია გეგუჩაძემ სამწვრთნელო PRO-ლიცენზია წარმატებით გაახანგრძლივა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის მატჩისათვის ემზადება.

8 დეკემბერს გორში გასამართ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "დილას" ესტუმრებიან.

გორელებთან მატჩისათვის იმერელთა მზადების პროცესს ხელმძღვანელობს გია გეგუჩაძე, რომელიც უკრაინაში სამუშაო ვიზიტისა და სამწვრთნელო PRO-ლიცენზიის წარმატებით გახანგრძლივების შემდეგ, ისევ შეუდგა გუნდის გაწვრთნის საქმეს.

გორის "დილასთან" 8 დეკემბერს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გასამართი შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი კი საზოგადოებრივი ახის პირველი არხის ეთერში გადაიცემა.

წყარო: fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოიგებს ზესტაფონი
lasha
09:34 08-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული