უამინდობის გამო "გურია"-"ტორპედო" და "ჩიხურა"-"მერანი" გადაიდო

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-16 ტურში 9 დეკემბერს გასამართი ორი შეხვედრა გადაიდო, რისი მიზეზიც უამინდობა გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სფფ-ის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ქობულეთში, "ჩელე არენაზე" ლანჩხუთის "გურიასა" და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩის ჩატარება გახდა შეუძლებელი, ქუთაისში კი - საჩხერის "ჩიხურასა" და მარტვილის "მერანის" დაპირისპირების.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, "ჩიხურა"-"მერანი" ოთხშაბათს, 11 დეკემბერს, 14:00 საათზე მცხეთაში ჩატარდება. რაც შეეხება "გურია"-"ტორპედოს", ამ მატჩის ჩატარების თარიღი და ადგილი მოგვიანებით გამოცხადდება.

მე-16 ტურის დანარჩენი მატჩების ჩატარებას პრობლემები არ შექმნია - "ვიტ ჯორჯია" ბოლნისის
"სიონს" მასპინძლობს, "ზუგდიდი" - თბილისის "დინამოს", ცხინვალის "სპარტაკი" - რუსთავის "მეტალურგს".

შეგახსენებთ, ტურის ერთი შეხვედრა - "დილა"-"ზესტაფონი" 8 დეკემბერს გაიმართა.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XVI ტურის წინ: თანაბარი პირობები
დილა-ზესტაფონი 3:1 - როგორ შეიცვალა "დილა"... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული