თბილისის "დინამომ" "ზუგდიდს" ლეგიონერების გოლებით მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
9 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის სამი მატჩი გაიმართა.

თბილისის "დინამო" "ზუგდიდს" ესტუმრა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მე-9 წუთზე პირველი გოლის ავტორი ჩისკო გახდა, ხოლო მეორე ბურთი მეტოქის კარში დორინ გოგამ გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი დარკო გლიშიჩმა დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლო 20 წუთი დინამოელებმა კაცნაკლულებმა გაატარეს - 69-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან გიორგი გველესიანი გააძევა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
"ვიტ ჯორჯიასა" და ბოლნისის "სიონს" შორის შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

* * *
ცხინვალის "სპარტაკმა" რუსთავის "მეტალურგი" მატჩის მიწურულს
გატანილი გოლებით, ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გოლების ატორები დავით გელაშვილი და თორნიკე თუხარელი გახდნენ.

* * *
შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს გორის "დილამ" "ზესტაფონს" ანგარიშით 3:1 მოუგო, ხოლო 9 დეკემბერს გასამართი მე-16 ტურის კიდევ ორი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო.

"ჩიხურა"-"მერანის" შეხვედრა ოთხშაბათს, 11 დეკემბერს, 14:00 საათზე მცხეთაში ჩატარდება. რაც შეეხება "გურია"-"ტორპედოს", თამაშის ჩატარების თარიღი და ადგილი მოგვიანებით გამოცხადდება.

ასევე იხილეთ:
უამინდობის გამო "გურია"-"ტორპედო" და "ჩიხურა"-"მერანი" გადაიდო

დილა-ზესტაფონი 3:1 - როგორ შეიცვალა "დილა"... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
kide erti gulisamrevi faqti gavige, citaishvils exla fexburtis tamashis dackeba moundao. vai sheni sindisis patrons, ginda qulebi daicero? shen ukve kargad gagicanit bijo, lamis meezovedac daicko mushaoba ogond ar gagishvan da...
megreli
10:26 10-12-2013
0
daraseliasi ra imedi gqondat. is aramzadaa romelic kvela klubebidan gamoadzeves. vcuxvar tqvenze zugdidi
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული