თბილისის "დინამო" "ზუგდიდს" ესტუმრა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მე-9 წუთზე პირველი გოლის ავტორი ჩისკო გახდა, ხოლო მეორე ბურთი მეტოქის კარში დორინ გოგამ გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი დარკო გლიშიჩმა დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლო 20 წუთი დინამოელებმა კაცნაკლულებმა გაატარეს - 69-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან გიორგი გველესიანი გააძევა.
* * *
"ვიტ ჯორჯიასა" და ბოლნისის "სიონს" შორის შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
* * *
ცხინვალის "სპარტაკმა" რუსთავის "მეტალურგი" მატჩის მიწურულს
* * *
შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს გორის "დილამ" "ზესტაფონს" ანგარიშით 3:1 მოუგო, ხოლო 9 დეკემბერს გასამართი მე-16 ტურის კიდევ ორი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო.
"ჩიხურა"-"მერანის" შეხვედრა ოთხშაბათს, 11 დეკემბერს, 14:00 საათზე მცხეთაში ჩატარდება. რაც შეეხება "გურია"-"ტორპედოს", თამაშის ჩატარების თარიღი და ადგილი მოგვიანებით გამოცხადდება.
ასევე იხილეთ:
უამინდობის გამო "გურია"-"ტორპედო" და "ჩიხურა"-"მერანი" გადაიდო
დილა-ზესტაფონი 3:1 - როგორ შეიცვალა "დილა"... [VIDEO]