11 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა.
"მცხეთა პარკზე" საჩხერის "ჩიხურამ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა. შეხვედრაში ანგარიში დიმიტრი ტატანაშვილმა მე-9 წუთზე გახსნა, ხოლო 79-ე წუთზე გოლი საკუთარ ანგარიშზე ჯაბა ჯიღაურმა ჩაიწერა.
საბოლოოდ მატჩი "ჩიხურას" გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.