მალხაზ ჟვანიას "დინამო 2"-ში უჩა სოსიაშვილი შეცვლის

AutoSharing Option
მალხაზ ჟვანია თბილისის "დინამოს" მთავარ გუნდში დააწინაურეს და "დინამო 2" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

თუ ვინ გაწვრთნიდა ამ გუნდს, ამის შესახებ უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა. სიახლეს "სამტრედიის" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გავეცანით:

"უჩა სოსიაშვილმა "სამტრედია" დატოვა. მადლობას ვუხდით მას იმ დიდი საქმისთვის, რაც ჩვენი გუნდისთვის გააკეთა და ვუსურვებთ კარიერულ წინსვლას. მომავალი სეზონიდან უჩა სოსიაშვილი თბილისის "დინამო 2"-ს უხელმძღვანელებს".

თბილისურ კლუბში დავაზუსტეთ, რომ ეს ინფორმაცია უტყუარია, უჩა სოსიაშვილი "დინამო 2"-ში მართლაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიიწვიეს და კლუბის ხელმძღვანელობა მას მალე წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ლიგაში საშემოდგომო ეტაპი დასრულდა. 13 ტურის შემდეგ B ზონაში ბათუმის "დინამომ" და "სამტრედიამ" 31-31 ქულა დააგროვეს და გათამაშების ლიდერები არიან. თუკი მაღალბიუჯეტიანი "დინამოსგან" ეს გასაკვირი არ არის, "სამტრედიის" წარმატება მოულოდნელობა იყო, რადგან ამ კლუბს სოლიდური ფინანსები არ გააჩნია.

სოსიაშვილი ახალგაზრდა სპეციალისტია. "დინამო 2"-ის 24 წლის ახალი დამრიგებელი "სამტრედიაში" 2013 წლის ზაფხულში დანიშნეს. მანამდე ის ქუთაისის "ტორპედოს" საფეხბურთო სკოლა "ავაზაში" ასაკობრივი გუნდის მწვრთნელად მუშაობდა. სამტრედიელები გაოცებულები არიან - არაფრისგან გუნდი გააკეთაო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული