"ტორპედო" ჩამოიშალა - ქუთაისური კლუბი სპონსორის გარეშე რჩება

AutoSharing Option
მორიგი არასასიამოვნო ამბავი ქართული ფეხბურთისთვის - "ვისოლი" საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" ტოვებს.

ჯერჯერობით ეს კულუარული ინფორმაციაა, რომელიც ძალიან სანდო წყარომ მოგვაწოდა. იმავე წყაროს ცნობით, "ტორპედოს" ან ქუთაისის მერია მიხედავს, ან ეკონომიკის სამინისტრო.

ერთი სიტყვით, საქმე იქითკენ მიდის, რომ ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი კერძო ინვესტორი უნდა მოაკლდეს, რაც ნამდვილად არ არის კარგი საქმე...

"ვისოლი" ქუთაისის "ტორპედოში" წინა ხელისუფლების პერიოდში მივიდა. რატომ? როცა ეს კითხვა დაისვა, ზუსტი და გულახდილი პასუხის მოსმენა ძალიან ძნელი იყო; სამაგიეროდ, "ტორპედოს" გამოუჩნდა შეძლებული პატრონი. "ვისოლს" კლუბში ფული
მიჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე მისთვის ფინანსურად მომგებიანი არ იყო. კომპანიას, ალბათ, სხვა დივიდენდები აინტერესებდა, შესაძლოა, ისიც, რომ "ტორპედოს" პერსპექტივაზე აკეთებდა გათვლას და გრძელვადიან პროექტზე ფიქრობდა.

ეგრეთ წოდებული "პადიომნი", ნორმალური ხელფასი, სოლიდური პრემია, უცხოური შეკრება, კარგი სტადიონი, ბაზა, სადაც დიდი კომფორტი არ იყო, თუმცა ვარჯიში და ნორმალური კვება იქ შესაძლებელი იყო. ეს ყველაფერი დიდ თანხებს უკავშირდებოდა.

"ვისოლის" ხელში "ტორპედო" ხელახლა იქცა საქართველოს ერთ-ერთ მოწინავე გუნდად.

ამ ამბავს ის გაგრძელება მოჰყვა, რომ საქართველოში ფეხბურთელთა სატრანსფერო ბაზარი ხელოვნურად გაიზარდა - გორის "დილასა" და თბილისის "დინამოში" უცბად გაჩნდა დიდი ინვესტიცია, რის გამოც ამ ორ გუნდში მოხდა საუკეთესო ფეხბურთელთა უმეტესი ნაწილის თავმოყრა. "ტორპედოში" კი იმაზე ნაკლები თანხა იხარჯებოდა, რაც "დილასა" და "დინამოში". ცხადია, ამან კონკურენცია მნიშვნელოვნად გაართულა.

ამის შემდეგ საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების დრო დადგა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიზნესმენებს აღარ აძალებენ იმ საქმეში ფულის ხარჯვას, რაც მათთვის საინტერესო არ არის. არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა "ვისოლისა" და "ტორპედოს" შემთხვევაში, მაგრამ ფაქტია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ "ვისოლმა" ჯერ გუნდის გაახალგაზრდავებაზე (ანუ უწინდელზე უფრო იაფ პროექტზე) გააკეთა აქცენტი, ახლა კი, კულუარული ინფორმაციით, საერთოდ წასვლას აპირებს კლუბიდან.

და რა ელის "ტორპედოს" "ვისოლის" შემდეგ? ალბათ, სახელმწიფოსგან ექნება ის მინიმალური დაფინანსება, რაც აუცილებელია გუნდის შესანახად უმაღლეს ლიგაში. კლუბს რომელიმე სახელმწიფო მოხელე უხელმძღვანელებს, ვინც გადაწყვეტს მწვრთნელისა და ფეხბურთელების მოყვანა-გაშვებას, გუნდს შეკრებაზე გაუშვებს თურქეთში, სადაც სასტუმროს მეპატრონეს მოელაპარაკება "ატკატზე" (ნუ გაგიკვირდებათ, ეს სქემა საკმაოდ დახვეწილად მუშაობს ეგრეთ წოდებულ საბიუჯეტო კლუბებში)...

თბილისის "დინამოს" შემდეგ "ტორპედო" ყველაზე ტრადიციული საფეხბურთო კლუბია საქართველოში და ნებისმიერი ხელისუფლებისთვის დიდი გამოწვევა უნდა იყოს მისი ნორმალურად არსებობა. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ხელს ვერ აიღებს "ტორპედოზე", რადგან ეს ხელისუფლების მარცხის ტოლფასი იქნება იმ ქალაქში, სადაც ფეხბურთი მართლა განსაკუთრებულად უყვართ.

და რა ვუყოთ ტენდენციას? კერძო კლუბები აღარ უნდა დარჩნენ საქართველოში? მალე "დინამოც" ქალაქის მერიის ან შინაგან საქმეთა სამინისტროსი უნდა გახდეს? სად არის საფეხბურთო კლუბების განვითარებისა და დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა?

რაღაცაა მოსაფიქრებელი, თორემ თანდათან ყველა კერძო კლუბი შემოეცლება ქართულ ფეხბურთს, გამგეობების და სამინისტროების ჩემპიონატი გვექნება და ყოველი პოლიტიკური არჩევნების შემდეგ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
საზიზღარი ხარ თავართქილაზე შენ ფეხბურთს უნდა ემსახურო არა და პირიქით ხდება, სიძულვილი გაბრმავებს სუ იმ ხელისუფლებას აბრალით მიუხედავად კარგი თუ ცუდი გააკეთა.სახეზე კი ის არის რომ ამ ხელისუფლებამ დაანგრივა ყველაფერი. საერთოდ არაფერი გქონდათ ქურდები და ყაჩაღები იყავით ტქვენ უმადურებო გამყიდველებო.
gaga
10:56 24-12-2013
0
დავით თავართქილაძე სპორტული ჟურნალისტი მეგონა, არად პოლიტიკური ჟურნალისტი ყოფილა. კარგით რა ხალხნო. წავიდა, წავიდა, აღარ არის არააააააააააააააააააააააააააააა, გაიგე ბიჭოოოოოოოოოოოოოოოო.
siko
11:07 24-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული