"მატჩის შემდეგ "გურიას" დირექტორმა კობა მირზაშვილმა მითხრა, რომ პოსტზე ვეღარ დამტოვებდა. ცხადია, მიზეზით დავინტერესდი და ამიხსნა, რომ, თურმე, ბოლო 5 მატჩიდან ოთხის წაგება ჩემი ბრალი იყო.
არადა, ჩემი ბრალი კი არა, ჩემი დამსახურებაა, "დინამოსთან" ბიჭები მოედანზე რომ გავიდნენ და სეზონი ჩაამთავრეს.
კარგად იცით, რაც ამ გუნდში ხდება. პირადად მე ფული არ ამიღია, ისევე, როგორც ფეხბურთელებს. ამის მიუხედავად, მე-9 ადგილზე მყოფი "გურია" მესამეზე დავაწინაურე და არა მგონია,
უფულობის გამო ლანჩხუთი ვიტალი შუმეიკომაც დატოვა. ორივემ უკვე მივმართეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომ კონტრაქტის პირობების დარღვევაზე მოახდინოს რეაგირება და უზრუნველყოს, რომ კუთვნილი ხელფასი ავიღოთ.
"გურიასთან" ხელშეკრულება 2014 წლის 25 სექტემბრამდე მაქვს და დაუსაბუთებლად გამიწყვიტეს", - აცხადებდა უკრაინელი სპეციალისტი.
მის ამ განცხადებაზე განმარტება "გურიას" დირექტორატმა გააკეთა:
"როგორც ვიუწყებოდით, ს/კ ლანჩხუთის "გურიას" დირექტორატმა 18 დეკემბერს დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვა გუნდის მთავარი მწვრთნელი, უკრაინელი სპეციალისტი რომან პოკორა.
ბატონი პოკორას მთავარი მწვრთნელობიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა მისი ხელმძღვანელობით გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაში, რაც აისახა შედეგსა და სატურნირო მდგომარეობაში.
აგრეთვე, კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი გახდა მთავარი მწვრთნელის მიერ ეთიკური ნორმების დარღვევა (1.9 მუხლი). ბატონმა პოკორამ გათავისუფლებამდე რამდენიმე ხნით ადრე ფინანსურ პოლიციაში სარჩელი შეიტანა კლუბის დირექტორის, ბატონ კობა მირზაშვილის სახელზე, რომელშიც იგი დირექტორს ადანაშაულებს კლუბის ფინანსების გაფლანგვაში.
ვფიქრობთ, აქ კომენტარი ზედმეტია. გვინდა ხაზი გავუსვათ რამდენიმე უზუსტობას, შეიძლება ითქვას, ტყუილსაც, რასაც ბატონი პოკორა გაზეთ "ლელოს" ჟურნალისტთან კომენტარის დროს მიმართავს", - მიაჩნიათ "გურიას" დირექტორატში.
აქვე გაეცანით წერილს, რომელიც "გურიას" პრესსამსახურმა "ლელოს" გამოუგზავნა:
"ბატონ პოკორას შევახსენებთ, რომ სახელფასო დავალიანების გასტუმრება თავის თავზე აიღო ს/კ ლანჩხუთის "გურიას" დამფუძნებელმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რასაც ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაცემული საგარანტიო წერილი, რომელშიც შავით თეთრზე ნათლადაა დაფიქსირებული, რომ 2014 წლის 15 იანვრისთვის გუნდის ყველა წევრი (ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბი) აიღებს სახელფასო დავალიანებას.
გამომდინარე აქედან, ვიტალი შუმეიკო და რომან პოკორა აღნიშნულ "კუთვნილ ხელფასს" აიღებენ.
კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ "გურიას" მთავარი მწვრთნელი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა მის მიერ ნაჩვენები არასასურველი შედეგის - ბოლო ხუთი თამაშიდან ოთხში განცდილი მარცხის გამო, რამაც "გურიას" ზედა ექვსეულში შესვლის საკითხი ძალიან გაართულა.
გუნდი ამ დროისთვის მე-5 პოზიციას იკავებს სატურნირო ცხრილში და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, ზესტაფონის "ზესტაფონს" თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, შესაძლებელია, ერთი ადგილით დაქვეითდეს. ამ დროს და ასეთ ვითარებაში კლუბის დირექტორატის პოზიცია, არა გვგონია, უცნაური და გასაკვირი იყოს.
იმედია, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ თბილისის "დინამოსთან" (ეტყობა, ბატონ პოკორას უკვე დაავიწყდა) ფეხბურთელები თამაშზე გავიდნენ არა მთავარი მწვრთნელის "დამსახურებით", არამედ პრემიალური თანხების გაცემის შემდეგ (ამაზეც არაერთხელ აღინიშნა, რომ პრემიალური თანხის გადახდა მოხდა კლუბის დირექტორის, ბატონ კობა მიზაშვილის დის, ქალბატონი მარინა თოთლაძის მიერ).
დასასრულ, ექსთავკაცს (რომელსაც, ალბათ, ისევ დაავიწყდა) შევახსენებთ, რომ მისი ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური თამაში გუნდმა ჩაატარა VII ტურში ზესტაფონის "ზესტაფონთან". აღნიშნულ ტურამდე ლანჩხუთის "გურია" სატურნირო ცხრილში იკავებდა მე-5 პოზიციას და არა მეცხრეს, როგორც ყოფილი მწვრთნელის განცხადებაშია ნათქვამი და ჩემპიონატის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ გუნდი ისევ მე-5 პოზიციაზეა.
გამომდინარე ზემოთ აღნიშნული კომენტარებიდან, ბატონი პოკორა მიმართავს დეზინფორმაციას და, რბილად რომ ვთქვათ, იტყუება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რომან პოკორა: თურმე, "გურიას" ბოლო 5 მატჩიდან ოთხის წაგება ჩემი ბრალი იყო