ლანჩხუთელი ბიზნესმენის თქმით, სპონსორები "გურიას" ევროთასებზე გაიყვანენ

AutoSharing Option
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მალე ახალი გამგებელი ეყოლება.

ზაზა ურუშაძე, რომელიც ამჟამად მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას ასრულებს, "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არსებობს და არსად წასვლასაც არ აპირებს. თუმცა, ჩვენი წყარო ამბობს, რომ ურუშაძის შეცვლა გარდაუვალია.

უფრო მეტიც, როგორც გვითხრეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლად ბორის ჭყონია დაინიშნება, რომელიც წარმოშობით სუფსიდანაა. თავად ჭყონია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ასეთი საუბარი არის, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია:

- იყო ასეთი საუბარი. დიახ, განიხილება ჩემი კანდიდატურა, - ამბობს ჭყონია.

-
ვისთან იყო ეს საუბარი, უშუალოდ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თქვენ ლანჩხუთის გამგებელი უნდა გახდეთ?
- მოსახლეობის მოთხოვნაც იყო ეს.

- პირადად თქვენ ვისთან გქონდათ საუბარი?
- გინდა თუ არა, თქვენ უნდა იყოთ გამგებელიო, ასეთი საუბარი არავისთან მქონია. წარმოუდგენელია, ეს ვინმეს ასე გადაეწყვიტა, როცა ამ წუთას გამგებელი ადგილზეა.

- ბატონო ბორის, უშუალოდ ხელისუფლებისგან თუ გქონდათ შემოთავაზება, რომ დაბრუნდეთ ლანჩხუთში და გამგებელი გახდეთ?
- ხელისუფლებისაგან არა. ეს მოსახლეობისგან იყო და კულუარებშიც იყო ამაზე საუბარი. მე ჯერ არც თანხმობა განმიცხადებია და არც ვიცი, როგორ წარიმართება მომავალი.

- თუმცა ბოლო დროს მედიაში გამოჩნდით, როგორც ლანჩხუთის გულშემატკივარი...
- დიახ. ეს არის კულტურული და სოციალური დახმარებები. ჩემი მეგობრების დახმარებით, ნამდვილად ვაპირებ პროექტების განხორციელებას.

- რატომ ახლა?
- ეს ახლა გადაწყდა, კეთილი ფორმით, კეთილი ზრახვებით, ეს არის სიყვარულის გამოხატვა ლანჩხუთისა და ლანჩხუთელების მიმართ.

- როდის შეიძლება გიხილოთ ლანჩხუთის გამგებლად?
- ეს არავინ იცის.

- ამ ეტაპზე ლანჩხუთის მეგობრის სტატუსით აპირებთ მოღვაწეობას?
- დიახ, მხოლოდ ეს არის.

- თქვენი და თქვენი მეგობრების დახმარება რამდენად აისახება საფეხბურთო კლუბ "გურიაზე", რომელსაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს?
- ძალიან კარგად. უკვე მოლაპარაკება მიმდინარეობს სპონსორებთან. მოგეხსენებათ, რომ ლანჩხუთის "გურია" ლანჩხუთის უსაყვარლესი გუნდია, მაგრამ ეს ლანჩხუთელების კეთილდღეობის ხარჯზე არ უნდა აისახოს.

ამიტომ სპონსორები დებენ პირობას, რომ თავიანთ თავზე აიღებენ გუნდის ყველა ხარჯის გასტუმრებას.

ლანჩხუთის ბიუჯეტში მოხდება თანხის შეტანა და არა პირიქით, ბიუჯეტიდან გადაქაჩვა გუნდისთვის.

ამბობენ, რომ ძალიან უჭირს დღეს ლანჩხუთის ბიუჯეტს და ეს სავალალო სიტუაციაა. არ შეიძლება, ასეთი რამე მოხდეს. სპონსორები გვპირდებიან, რომ ამას ააცილებენ ლანჩხუთის მოსახლეობას და გუნდს გაიყვანენ უეფაზე.

- იცნობთ სპონსორებს?
- კი, როგორ არა, მაგრამ ჯერჯერობით თავს შევიკავებ დასახელებისგან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 5 /
მივესალმები ბატონ ბორისის დანიშვნას გამგებლათ, ეს წაადგება როგორც ლანჩხუთის რაიონის მოსახლეობას ასევე რა თქმა უნდა საფეხბურთო კლუბს გურიას
levani
01:12 25-12-2013
0
didi imedebit gelit
levani
01:14 25-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული