შეხვედრას მხოლოდ ქუთაისის "ტორპედოს" წარმომადგენელი არ ესწრებოდა, რადგან კლუბში დიდი ცვლილებებია და, შესაძლოა, გუნდი ქუთაისის მერიამ გადაიბაროს...
ფედერაცია კი სოლიდური შემადგენლობით იყო წარმოდგენილი: პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და ვიცე-პრეზიდენტები - ალექსანდრე ჩივაძე, მურთაზ ხურცილავა და გია ფირცხალავა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ დაფინანსებისა და სხვა სახის
თუმცა პარასკევს, შესაძლოა, მინისტრს მაინც შეხვდნენ.
25 დეკემბერს თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ასეთი რამ თქვა - კერძო მესაკუთრეები მუნიციპალურ კლუბებს გვერდით დავუდგებითო. ეს ბევრს ნიშნავს, რადგან პროფლიგაზე დაწყებული მსჯელობის დღიდან, კერძო და სახელმწიფო კლუბები აქამდე ერთმანეთში კინკლაობდნენ.
ამავე დროს, კერძო კლუბები ითხოვენ, რომ სახელმწიფოსგან ყველამ თანაბრად მიიღოს დაფინანსება, თანაც, წელიწადში, მინიმუმ - მილიონი ლარი. სხვაგვარად, შესაძლოა, ბევრმა კლუბმა ჩემპიონატში ვეღარ ითამაშოს. პრობლემებია "ზუგდიდში", "გურიაში", "სიონში", "ტორპედოში", "მერანში", "ვიტ ჯორჯიაში"... არავინ იცის, რა ბედი ელის "ზესტაფონს" და ასე შემდეგ.
ზვიად სიჭინავამ კი კლუბებს მოუწოდა - მხოლოდ ფულის მოთხოვნით არ შემოიფარგლოთ, გლობალური მოთხოვნები ჩამოაყალიბეთო.
სფფ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ სახელმწიფომ ფული უნდა ჩადოს და კლუბებს განვითარებაში დაეხმაროს, რაც 3 წლის შემდეგ ყველა კლუბის განკერძოების საფუძველი გახდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ 2 გუნდი მახსენდება გამართულ სასიამოვნო ფეხბურთს რომ თამაშობდა: გიორგი დევდარიანის თბილისი და გეგუჩაძის ზესტაფონი.