კომპანიის ხელმძღვანელებმა ეს ამბავი კლუბის თანამშრომლებს 23 დეკემბერს გაუმხილეს და დაემშვიდობნენ. "ტორპედოში" დარჩენილმა პერსონალმა საყვარელი კლუბის გადასარჩენად ბრძოლა სწორედ თავად გადაწყვიტა.
შევიტყვეთ, რომ ეს ჯგუფი ორიოდე დღის წინათ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ შოთა მურღულიას შეხვდა და "ტორპედოს" გადარჩენა სთხოვა.
ფაქტია, რომ გუნდი ახლა დაშლის პირასაა და არავინ იცის, რა შემადგენლობით შეხვდება ჩემპიონატის გუნდი საგაზაფხულო ეტაპს.
მურღულია ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი აღმოჩნდა და
მაგრამ ვითარება უიმედო მაინც არ არის. მურღულიას თქმით, ქალაქის მერია მაინც მზადაა, დამფინანსებლის გარეშე დარჩენილ "ტორპედოს" დაეხმაროს.
"წინასწარ საიდან გვეცოდინებოდა, თუ ასე განვითარდებოდა მოვლენები და ამიტომაც აღმოვჩნდით მძიმე მდგომარეობაში.
საბიუჯეტო სახსრები უკვე გადანაწილებულია და ახლა სხვა სფეროებს ვერ ჩამოვაჭრით, ეს გამორიცხულია. თუმცა, ყველანაირად შევეცდებით გუნდის დახმარებას და ინვესტორის მოზიდვას.
მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია "ვისოლზე", თუ ვის გადასცემს გუნდს - თვითმმართველობას თუ ცენტრალურ ხელისუფლებას", - ამბობს შოთა მურღულია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"