ზვიად ჯელაძე "გაგრადან" თბილისის "დინამოში" წავიდა

AutoSharing Option
"გაგრასა" და ზვიად ჯელაძის 3-წლიანი თანამშრომლობა მშვიდობიანი გაყრით დასრულდა. კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მიხეილ აფხაზავას თქმით, 24 დეკემბერს "გაგრას" ხელმძღვანელობამ და მთავარმა მწვრთნელმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს.

ჯელაძე კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს. ამის შესახებ "ლელოს" თავად განუცხადა:

"საქმიანობას თბილისის "დინამოში" გავაგრძელებ, სადაც ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე ერთ-ერთი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი შემომთავაზეს. ამ რანგის კლუბის დაინტერესება ჩემთვის ბევრს ნიშნავდა და სიამოვნებით დავთანხმდი.

რაც შეეხება ჩემს ძველ კლუბს: "გაგრაში" სამი წელი ვიმუშავე და ამ პერიოდში მისი პრეზიდენტისგან, ბესიკ ჩიხრაძისგან თანადგომა
არ მომკლებია.

ქართულ ფეხბურთს მისი სახით დიდი მხარდამჭერი ჰყავს და იმედია, კიდევ უფრო დიდხანს გააგრძელებს მოღვაწეობას, დიდ ფეხბურთში კიდევ არაერთ ნიჭიერ ფეხბურთელს რომ გაუხსნას გზა.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით მედგა".

რაც შეეხება "გაგრას" ახალ მთავარ მწვრთნელს, აფხაზავას თქმით, ჯელაძე მისმა ყოფილმა ასისტენტმა, თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველმა თენგიზ სიჭინავამ შეცვალა, რომელმაც თანაშემწედ უკვე შეარჩია მამუკა რუსიას კანდიდატურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სურატზე არმაზ ჯელადზეა და არა ზვიად ჯელადზე.მეტი კურადგებაა საცჰირო
chikchika
20:21 30-12-2013
0
კარგია რომ შეასცორეთ,მაგრამ კომენტარი რატომ დამიბლოკეთ,შეგრცხვათ?
chikchika
21:40 30-12-2013
0

სიახლეები პოპულარული