ამ ყველაფრის მიზეზი "ზესტაფონის" მდგომარეობაა, რომლის პრეზიდენტი კლუბიდან წავიდა, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "ზესტაფონს" ისევ ილია კოკაია უპატრონებს.
კლუბის ინფრასტრუქტურას სახელმწიფომ მიხედოს, დანარჩენ ხარჯებს ისევ მე ვუზრუნველვყოფ - დაახლოებით ასე იდგა საკითხი და, როგორც ჩანს, კონსენსუსი მიღწეული იქნება.
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ "ზესტაფონის" ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე გამგეობა იზრუნებს.
"გავითვალისწინეთ გულშემატკივრების თხოვნა და ის თანხა, რაც ინფრასტრუქტურული მომსახურების ხარჯების დაფარვას სჭირდება, გამოყოფილი იქნება ახალი წლიდან, დაახლოებით
რა თქმა უნდა, ეს სასიხარულო ამბავია "ზესტაფონის" გულშემატკივრებისთვის და, საერთოდ, საკლუბო ფეხბურთისთვის, რადგან საქმე გვაქვს იმ მაგალითთან, როცა საფეხბურთო კლუბის მფლობელი და სახელმწიფო ერთად იზრუნებენ კონკრეტულ კლუბზე.
ჯერ უცნობია, დაუბრუნდება თუ არა "ზესტაფონს" კოკაია, თუმცა ამის წინაპირობა უკვე არსებობს. ისიცაა, რომ "ზესტაფონი" ახალ ფეხბურთელებს იმატებს, უცხოურ შეკრებას გეგმავს და, დიდი ალბათობით, გუნდის მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესა და მის სამწვრთნელო შტაბს კონტრაქტსაც გაუგრძელებს.
ვნახოთ, იქნებ თანამშრომლობის იგივე მოდელი სხვა კერძო კლუბებთან მიმართებაშიც ამოქმედდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სფფ-ის პასუხი ილია კოკაიას: ზვიად სიჭინავა დატოვებს თანამდებობას, თუ...
ილია კოკაია ზვიად სიჭინავას: ჩავრიცხავ 5 მილიონს და გადადექი!
ფეხბურთს სოცილური დატცვირთვაც აქვს და ლოგიკურია, რო რაიონმა იზრუნოს ფეხბურთზე.
მეორე მხრივ, კამერუნელი ლეგიონერების ხელფასი ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს.