"ტორპედომ" ეს სეზონი რიხით დაიწყო, თუმცა მერე ჩავარდნა ჰქონდა და სეზონის პირველი ეტაპი მე-9 ადგილზე ჩაამთავრა.
და ვინ უპატრონებს "ტორპედოს"? ცხადია, ეს კითხვა აწუხებს ქუთაისელ გულშემატკივარს და საერთოდ, ქართული ფეხბურთის ქომაგებსაც - "ტორპედო" ხომ ტრადიციული კლუბია, ტრადიციები კი ფეხბურთში ძალიან ბევრს ნიშნავს.
კულუარული ინფორმაციით, "ტორპედოს" სვე-ბედი 8-9 იანვარს უნდა გაირკვეს. სავარაუდოდ, "ვისოლი" გუნდს იმ თანხას გამოუყოფს, რაც სეზონის
კულუარული ამბები ამით არ მთავრდება: სანდო წყაროს ცნობით, "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერიოზულად განიხილება რევაზ ძოძუაშვილის კანდიდატურა. მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე "ტორპედოს" აქამდე ყველასათვის უცნობი ესპანელი მწვრთნელი, ჟერარდ სარაგოსა მულეტი თავკაცობდა.
ძოძუაშვილს კი წარდგენა, ალბათ, არც სჭირდება, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მან რამდენიმე თვის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დაიწყო მუშაობა მწვრთნელ-სელექციონერად. ძოძუაშვილის ავტორიტეტსა და კვალიფიკაციას ეჭვის ქვეშ ვერავინ დააყენებს და თუ ის მართლა დაბრუნდება "ტორპედოში" მთავარ მწვრთნელად, ძალიან საინტერესო იქნება ეს ყველაფერი.
ძოძუაშვილი "ტორპედოს" წვრთნიდა 1978 წელს, შემდეგ 1988-89 წლებში, ბოლოს კი 2001-02 წლებში. საბჭოთა კავშირის ნაკრების და თბილისის "დინამოს" ლეგენდარული მცველი ქუთაისშია დაბადებულ-გაზრდილი და თქმა რად უნდა, რომ ამ ქალაქში განსაკუთრებულად პოპულარულია.
ვნახოთ, ყველაფერი დღე-დღეზე უნდა გადაწყდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"