გიორგი დარასელიამ "ზუგდიდში" ბრაზილიელთა "ერთი ნახვით" აყვანა არ ისურვა

AutoSharing Option
გიორგი დარასელიამ "ზუგდიდში" დიდი საკადრო ცვლილებები დაიწყო. მორიგი სიახლეები გუნდის სპორტულმა დირექტორმა ფრიდონ კერვალიშვილმა გაგვიმხილა.

რუმინელი ლეგიონერი რობერტ ლილიან ვულპე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. "ზუგდიდს" შეუერთდა მეკარე მაქსიმე ქვილითაიაც. ახალი კი ისაა, რომ ამიერიდან დარასელიას ხელმძღვანელობით ითამაშებს რუსთავის "მეტალურგისა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გარემარბი დავით კირკიტაძეც.

დარასელიამ რატომღაც ყველასგან მივიწყებული ნახევარმცველი ლაშა ქებაძეც გაიხსენა. არადა, სადაც ლაშას უთამაშია, ყველგან ღირსეულად გამოიყურებოდა და სავარაუდოდ, კონტრაქტს გაუფორმებენ.

9 იანვარს გუნდში სამი ბრაზილიელი ლეგიონერი გასინჯეს: 21 წლის ცენტრალური მცველი
ჯეფერსონ ლეონარდო როსა კარვალაეში
, რომელსაც 2011 წელს იტალიის სერია B-ში უთამაშია. მეორე სამხრეთამერიკელი საყრდენი ნახევარმცველი, 24 წლის რიკარდო ანდრეშ ფელის რეისი გახლდათ, რომელიც 2008 წელს ლიტვის A ლიგის"ვილნიუსში" თამაშობდა. მესამე კი 29 წლის თავდამსხმელი, ლუცკის "ვოლინში" ნათამაშები ლეონარდო ალექს და კოსტა იყო, რომელმაც 2011 წელს კარიერა სინგაპურში გააგრძელა.

დარასელიაზე შედარებით კარგი შთაბეჭდილება ნახევარმცველმა რიკარდომ დატოვა, მაგრამ "ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელს საშუალება არ მიეცა, სამეულს უფრო ხანგრძლივი ვადით რომ დაკვირვებოდა. მხოლოდ ერთი ვარჯიშით კი მოთამაშეების აყვანა არ ისურვა, რასაც ბრაზილიელთა მენეჯერი ითხოვდა და მათ გუნდის დატოვება მოუხდათ.

შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, კლუბში ზუგდიდის ფეხბურთის სამი გაზრდილი ვიხილოთ, რომლებიც საკუთარ კლუბებში საკადრო ცვლილებებს შეეწირნენ: საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი გურამ სამუშია "ზესტაფონიდან" იჯარით "ზუგდიდში" გადასვლას იმედოვნებს.

გუნდი მოლაპარაკებას იმერული კლუბის შემტევ ნახევარმცველ ლევან კუტალიასთანაც აწარმოებს - ახლა მთავარია, პირობებზე შეთანხმდნენ.

დარასელიას ქუთაისის "ტორპედოს" შემტევი ნახევარმცველის, ნიკა ახვლედიანის დამატებაც სურს. ცოტა უცნაური კი არის, რომ ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა ნაკრების ამჟამინდელი წევრი თავისუფალი აგენტი გახდა და უგუნდოდ დარჩა.

როგორც ცნობილია,"ზუგდიდი" თურქეთში დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს 8 ან 9 თებერვალს დაიწყებს. 9 იანვარს დარასელიას გუნდის მეტოქეთა ვინაობა დააზუსტეს: 11 თებერვალს მისი გაწვრთნილები რუმინეთის მეორე ლიგის "კრაიოვას" შეხვდებიან, 13-ში - ბოსნიურ (სარაევო) "ოლიმპიკს", 15-ში - უზბეკეთის წარმომადგენელს, ფერგანის "ნეფთჩის", ხოლო 18-ში - უკრაინის პრემიერლიგელს, ლუგანსკის "ზორიას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი დარასელია: რუმინელის, განელის და კოლუმბიელის დამატება გვსურს
მკითხველის კომენტარები / 5 /
რაა ვინმეს ეჭვი ეპარება რომ ბოლო 2 თამაში გაკეთებული იყო? თავს იბრმავებთ თუ???...
0
გეგუჩაძეს კი არ ვასწავლი, მაგრამ სამუშია გასაშვები კაცი არ არი ჩემი აზრით..
PARFIUMER
12:03 10-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული