მთავარი გუნდი ამ სახით იყო წარმოდგენილი: ქვილითაია - კანკია, აფაქიძე, ვულპე, ქვარცხავა (46. მირცხულავა) - ქებაძე - კირკიტაძე (46. ბულია), კალანდარიშვილი, სიხარულია, ლომია - ქირია (59. წიტაიშვილი).
ანგარიში დუბლშემადგენლობის მოთამაშე ლაშა მჭედლიშვილმა გახსნა. შესვენებამდე შოთა ლომიას წონასწორობის აღდგენა პენალტით შეეძლო, მაგრამ მეკარე ნიკა ჯომიდავას ვერ აჯობა.
მეორე ტაიმში ანგარიში გიორგი ბულიამ გაათანაბრა. 89-ე წუთზე ზვიად სიხარულიამ ძირითადი გუნდი დააწინაურა, მაგრამ დამატებულ მე-2 წუთზე ცოტნე სამუშიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.
კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფრიდონ კერვალიშვილმა გვითხრა, რომ კალანდარიშვილმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
გადაწყდა, რომ გუნდს დაუბრუნდება "ზესტაფონში" ნათამაშები ლევან კუტალია, რომელმაც თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.
იმერული კლუბიდან დარასელია კიდევ ორ მოთამაშეს ელის - შემტევი ნახევარმცველი გურამ სამუშია და ცენტრალური მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი ზუგდიდში იჯარით ითამაშებენ. ასევე იჯარაზე შეუთანხმდნენ თბილისის "დინამოს" და გუნდს 14 იანვარს მეკარე თორნიკე ზარქუა შეუერთდება.
დარასელიას სურს, მომდევნო სპარინგი 19 იანვარს გამართოს, მაგრამ მის გეგმებს ის აბრკოლებს, რომ დასავლეთ საქართველოს გუნდების დიდ ნაწილში მზადების პროცესი არ დაწყებულა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"