სოსო ფრუიძე: რეხვიაშვილისა და ტატანაშვილის შემცვლელს ვეძებთ

AutoSharing Option
"ჩიხურამ" მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. საჩხერის ნაცვლად, გუნდი თბილისში ვარჯიშობს. ეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ გვითხრა.

"მოთამაშეები 10 იანვარს თბილისში შევკრიბეთ. ფიზიკური კონდიციების აღსადგენად მოთამაშეებს დილით თბილისის ზღვაზე ვტვირთავთ, ხოლო ბურთით ვარჯიშები საღამოს "მარაკანაზე" გვაქვს, რომლის საფარიც უკვე მოთხოვნებს პასუხობს.

სად გავივლით შეკრების დარჩენილ ნაწილს, ეს ჯერ არ შემიძლია გითხრათ, რადგან ჩვენი ბიუჯეტი საბოლოოდ არ დამტკიცებულა. 2 მილიონი ლარის პროექტი არსებობს, მაგრამ ზუსტი პარამეტრები მალე გვეცოდინება.

თუ ნორმალური ბიუჯეტი გვექნა, მაშინ 24 იანვრიდან 6 თებერვლამდე მოსამზადებლად თურქეთში გავემგზავრებით"
, - ამბობს
ფრუიძე.

"ჩიხურას" მთავარი მწვრთნელის თქმით, დღეისთვის გუნდში მნიშვნელოვანი და მასშტაბური ცვლილებები არ მომხდარა, მაგრამ მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირის, "ზესტაფონში" გადასული დიმიტრი ტატანაშვილის გარდა, გუნდს კიდევ ერთი ლიდერი დააკლდა, რაც საჩხერელებისთვის მტკივნეული დანაკლისი აღმოჩნდა:

"სამწუხაროდ, გიორგი რეხვიაშვილი თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა. ის ჩვენთან იჯარით თამაშობდა და თბილისელებმა დაიბრუნეს. ჯაბა ჯიღაური კი, ალბათ, ისევ ჩვენთან ითამაშებს"
.

ვინ შეცვლის მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ ტატანაშვილსა და "დინამოში" დაბრუნებულ გიორგი რეხვიაშვილს?

ფრუიძეს ამის შესახებაც ვკითხეთ:

"ცხადია, რეხვიაშვილისა და ტატანაშვილის შემცვლელის მოძებნა დაგვჭირდება.

თავდამსხმელის პოზიციაზე რამდენიმე მოთამაშის კანდიდატურას განვიხილავთ, რამდენიმესთან მოლაპარაკება გვაქვს და მალე გვეცოდინება, ვის დავიმატებთ.

სხვა ჯერ არც წასულა და არც მოსულა"
.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული