ოთარ ხიზანეიშვილი: თუ სასწაული არ მოხდა, ზაფხულამდე გორში დავრჩები

AutoSharing Option
ოთარ ხიზანეიშვილი კარიერას კვლავ გორის "დილაში" გააგრძელებს. არადა, 33 წლის მცველს დეკემბერში რამდენიმე გუნდში იწვევდნენ.

"კონტრაქტი დამიმთავრდა და რაღაც ვარიანტები მართლაც შემომთავაზეს, მაგრამ მზადება ისევ "დილაში" დავიწყე და თუ რამე სასწაული არ მოხდა, ზაფხულამდე გორში დავრჩები"
, - ამბობს ხიზანეიშვილი.

გამოცდილი მცველის აზრით, გორელებმა საშემოდგომო ეტაპი წარმატებით ჩაატარეს:

"ევროპალიგის შემდეგ გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, წავიდნენ მთავარი მწვრთნელი და ლიდერები - ილურიძე და გვალია. ცხადია, ამან ჩვენზე გავლენა მოახდინა და პატარა ჩავარდნაც გვქონდა.

მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებელი სეზონი გვქონდა. იმ
სიტუაციაში პირველი წრის მე-3 ადგილზე დასრულება კარგი შედეგია, თავიდან ხომ ჩვენი მიზანი სწორედ სამეულში მოხვედრა იყო"
.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული