მაგრამ ექსტორპედოელი ნახევარმცველი სხვა მხრივ გახდა საყურადღებო...
ის ქუთაისურ კლუბში 2012 წელს ჩაირიცხა და 30 ოფიციალურ მატჩში 2 გოლი გაიტანა. შარშან, გაზაფხულზე, სეზონის მიწურულს, ბოლნისის "სიონთან" შეხვედრისას (სხვათა შორის, გიორგი ონიანთან ერთად) ტრავმა მიიღო - ჯვარედინი იოგები გაუწყ
არადა, ჯვარედინი იოგების ტრავმისგან თავის დახსნა ხანგრძლივ და ძვირად ღირებულ მკურნალობას საჭიროებს. უგუნდოდ დარჩენილ 25 წლის მოთამაშეს სხვა გზა არ ჰქონდა და რეაბილიტაციის გეგმა თავად, ექიმებთან შეთანხმებით შეიმუშავა. ხორვატიაში კი "ტორპედოს" ფიზმომზადების ყოფილ მწვრთნელ ივო კატუშიჩს ეხმიანებოდა, რომელიც რჩევებს აძლევდა.
გასაოცარია, მაგრამ ბოლქვაძემ საკუთარი მეთოდით მკურნალობის პროცესი წარმატებით დაასრულა და უკვე ორი თვეა, ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
როგორც გვითხრა, კუნთებში ძალა აღუდგა, რთულ ვარჯიშებზეც გადავიდა და უკვე გუნდთან ერთად მოსამზადებლადაც მზადაა. ეგ არის, რომ ჯერ ისევ უგუნდოდაა, არავინ შეხმიანებია.
ბოლქვაძის თვითმკურნალობა უნიკალური შემთხვევაა. ასეთი რამ საქართველოში თუ მოხდებოდა. იმის მაგალითიც არის - როგორ უნდა უყვარდეს ფეხბურთელს თავისი საქმე, რომ უსახსროდ, უყურადღებოდ (რაც ცალკე პრობლემაა) და უექიმოდ დარჩენილი ასეთ რთულ ტრავმას მოერიოს.
საცოდაობაა, ფეხბურთზე ასე შეყვარებული კაცი რომ დაიკარგოს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"