კობა ჟორჟიკაშვილმა ბათუმის "დინამოში" წმენდა დაიწყო

AutoSharing Option
პირველი ლიგის B ზონის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბათუმის "დინამომ" სეზონისთვის მზადება დაიწყო. სიახლეები კლუბის პრესატაშე ამირან მამალაძემ გვაცნობა.

"მეორე წრისთვის მზადება 15 იანვარს დავიწყეთ. "დინამოს" პირველ შეკრებაზე შეუერთდნენ რუსთავის "მეტალურგის" მარცხენა მცველი ანზორ სუხიაშვილი, "ტორპედოდან" კი იური ოლიფერენკო. ეს უკანასკნელი ბათუმელია, მაგრამ ქუთაისელთა დუბლებში თამაშობდა.

ხელვაჩაურის "მაჭახელასთან" იჯარა დაუსრულდა მეკარე შოთა მამინაშვილს და დაგვიბრუნდა.

რაც შეეხებათ გუნდიდან წასულებს, ამ სიაში მოხვდნენ უკრაინელი მეკარე ივან პიცანი, მცველები - სევასტი თოდუა, გიორგი ალავიძე, სანდრო ჭიღვარია, ნახევარმცველი გიორგი მანწკავა, აგრეთვე, თავ
დამსხმელები - ბესიკ ჩიმაკაძე და გიგა კვერენჩხილაძე", - ამბობს მამალაძე.

მისივე თქმით, "დინამო" მეორე შეკრებას 8-22 თებერვალს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაივლის და ოთხ ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს.

ამ დროისთვის, ზღვისპირელთა ორი მეტოქეა ცნობილი - 15 თებერვალს კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილები დონეცკის "ოლიმპიკს" ეთამაშებიან, 21-ში კი - უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელ მარიუპოლის "ილიჩევეცს".

სპარინგები 12 და 18 თებერვალსაც დაიგეგმა, მაგრამ სავარაუდო მეტოქეებთან მოლაპარაკებები დღემდე მიმდინარეობს. კლუბი სელექციას თურქული შეკრების დროსაც გააგრძელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ღმერთით იქნებ დაგვიბრუნდეს ბათუმლებს
ფეხბურთი
Teimuraz lipartiani
11:43 18-01-2014
0
როგორ მიმდინარეობს ანგისის სტადიონის მშენებლობა(თუ მიმდინარეობს საერთოდ)?
vaxvax
16:39 18-01-2014
0

სიახლეები პოპულარული