გორის "დილა" დავით ხოჭოლავას გადაბირებას შეეცდება

AutoSharing Option
გორის "დილა" რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა - გრიგოლ დოლიძემ, ირაკლი მოდებაძემ და გიორგი გურულმა, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ შევსებასაც მალე მიიღებს.

ადრეც გაუწყეთ, რომ სეზონის მეორე ეტაპისთვის "დილას" 610 ათასი ლარი გამოუყვეს, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ გუნდმა სეზონი რიგიანად ჩაამთავროს.

შევიტყვეთ, რომ "დილაში" ითამაშებს 27 წლის თავდამსხმელი გიორგი ბერიაშვილი, ვინც პირველ ეტაპზე რუსთავის" მეტალურგში" თამაშობდა.

ბერიაშვილი პროფესიონალ ფეხბურთელად "ვიტ ჯორჯიაში" ჩამოყალიბდა, შარშან ქუთაისის "ტორპედოში" გამოდიოდა, ამ სეზონის წინ კი მისი აყვანა გიორგი დევდარიანს სურდა "დილაში", თუმცა მაშინ
ტრანსფერი არ გამოვიდა - ბერიაშვილი ნახევარი სეზონის დაგვიანებით მივა გორულ გუნდში.

"დილაში" დაგვიდასტურეს, რომ ტრანსფერი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და მხოლოდ ხელმოწერა აკლია.

კულუარული ინფორმაციით ისიც გავიგეთ, რომ "დილას" 20 წლის დავით ხოჭოლავას აყვანაც სურს.

ხოჭოლავა თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია, საფეხბურთო მილეთმა კი ის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშით გაიცნო.

ხოჭოლავას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში - თავდამსხმელად, ცენტრალურ მცველად, ნახევარმცველად... მოკლედ, უნივერსალური ტიპის მოთამაშეა და ვნახოთ, რამდენად მოახერხებს "დილა" ასეთი ტრანსფერის განხორციელებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული