მიზეზებზე ლანჩხუთელთა მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე გვესაუბრება:
"გუნდი მას შემდეგ შეიკრიბება, როცა დავალიანებას გაგვისტუმრებენ. ეს წინასწარ ითქვა და ამაში მოულოდნელი არაფერია. არადა, მოსამზადებლად ძვირფასი დრო იკარგება.
მაისამდე ჩვენი ბიუჯეტი 665 ათასი ლარია, რასაც ფეხბურთის ფედერაციიდან 160 ათასი ლარი დაემატება, მაგრამ 200 ათასი მაშინვე ჩამოგვეჭრება და შიდა დავალიანების გასტუმრებას მოხმარდება. დანარჩენი სახსრები კი თავად უნდა მოვიძიოთ.
ერთადერთი მოთამაშე არნო ჩუენსუა, რომელსაც ხელფას-პრემიები სრულად აუნაზღაურეს. ეს იმიტომ, რომ მაისამდე კონტრაქტი
"გურიას" მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ გუნდში ძალიან ბევრი საკადრო სიახლეა:
"ხელშეკრულებები დაუსრულდათ და წავიდნენ ტორონჯაძე და ჩაგელიშვილი, ჯოხაძის საკითხი ირკვევა. სამი კაცი გორის "დილაში" გადავიდა - კოშკაძე, ჯიშკარიანი და შალამბერიძე, ხოლო მარტვილის "მერანში" - ჯოჯუა და იობაშვილი.
ვერ ვიტყვი, რომ ამ ცვლილებებით "გურია" დაიშალა, არსებობას ვაგრძელებთ, მაგრამ გუნდი აწყობილი მექანიზმია, სადაც თითოეულ რგოლს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მით უფრო - ჩვენთან. აქედან კი ისეთი მოთამაშეები წავიდნენ, ჩვენთვის ძალიან მძიმე დანაკლისი იქნება.
არადა, ერთად კარგად ვიყავით და საინტერესო გუნდიც ჩამოვაყალიბეთ. რაც შეეხებათ დარჩენილებს, ესენი არიან მეკარე ბობღიაშვილი, ჩიკვილაძე, კილაძე და ისიანი".
მახარაძემ იმ მოთამაშეთა ვინაობაც გაგვიმხილა, რომელთა გადაბირებაც სხვა კლუბებს სურთ:
"რას ვიზამთ, მომხდარს უნდა შევეგუოთ. მთავარია, გავძლიერდეთ და ჩვენთვის საინტერესო მოთამაშეები დავიმატოთ.
მაგალითად, გვსურს მოვიწვიოთ "ზუგდიდის" შემტევი ნახევარმცველი ლევან წურწუმია, ორი თავდამსხმელი - შოთა ჯიქია, რომელიც ბოლო წლებში სომხეთში თამაშობდა და გიორგი რეხვიაშვილი, რომელიც ბოლნისის "სიონში" გამოდიოდა.
ამას გარდა, გვინდა ცენტრალური და მარცხენა მცველების აყვანაც, მაგრამ ისეთი მდიდრები არ ვართ, ასარჩევად რომ გვქონდეს საქმე".
ლანჩხუთელთა დამრიგებელმა დაადასტურა, რომ მარჯვენა მცველ არნო ჩუენსუს თბილისის "დინამო" იწვევდა:
"დიახ, კამერუნელით "დინამო" მართლაც დაინტერესდა და არამხოლოდ - მისი გადაყვანა სურდათ გორის "დილასა" და ბათუმის "დინამოსაც". საბოლოოდ, ეს საკითხი არ განხილულა, რადგან ჩუენსუს ჩვენთან კონტრაქტი მაისში უმთავრდება.
პირადადაც ვესაუბრე და ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდა - ახლა ვერსად წავა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"