ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა. ჩისკოს გადაცემის შემდეგ გიორგი გველესიანმა გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნახევრის დარჩენილ დროში ორივე კართან რამდენიმე საგოლე მომენტი შეიქმნა, ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ვეტერინარებმა გათანაბრება მოახერხეს. 51-ე წუთზე გატანა ლობჟანიძემ შეძლო, თუმცა ზუსტად სამ წუთში მალხაზ ჟვანიას გუნდი ისევ წინ გავიდა. მერებაშვილის პასით ირაკლი მოდებაძემ დინამოელთა რიგებში პირველივე მატჩში გაიტანა.
მეორე ნახევარი, პირველთან შედარებით საგოლე მომენტების
მიკროტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ჯანელიძეს. კვლავ ტრავმირებულია და თურქულ შეკრებაზეც ვერ გაჰყვება გუნდს უსტარიცი.
დინამო (პირველი ტაიმი) - ლორია, კაკაბაძე, გველესიანი, ხიდეშელი, კვირკველია, გორგიაშვილი, ძარია, გოგა, დიასამიძე, ჩისკო, ვუო
დინამო (მეორე ტაიმი) - დაუშვილი, ხურცილავა, რეხვიაშვილი, პაპავა, შერგელაშვილი, გლიშიჩი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, ლობჟანიძე, მერებაშვილი, მოდებაძე
ვიტ ჯორჯია - შეროზია, საბაძე, გეთიაშვილი, ღონღაძე, მჭედლიშვილი, კორიფაძე, წყაროზია, დავლაშელიძე, სიჭინავა, ლობჟანიძე, ღიბრაძე
განაცხადში იყვნენ - ჩალიგავა, კიკნაძე, კალანდია, კუხალეიშვილი, ხვისტანი, ჩიტიშვილი, დემეტრაშვილი, გახარია, კურდღელიშვილი, კვირკვია, ჯამარაშვილი
წყარო: fcdinamo.ge