"დილა" თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე გორში ემზადება

AutoSharing Option
გორის "დილა" შეკრებას გორში განაგრძობს. საკუთარ კედლებში გუნდი 22 იანვრიდან ორჯერად ვარჯიშებს ატარებს და თვის ბოლომდე აქ მოემზადება.

3 თებერვალს კი გორელები თურქეთში, კერძოდ კი ანტალიაში გააგრძელებენ შეკრებას, სადაც 11 დღის განმავლობაში მოემზადებიან.

მოგეხსენებათ, კლუბი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა გორელთა შემადგენლობაში არის მატებაც.

"დილას" ახალწვეულები არიან: კვარაცხელია (მაკაბი უმ ალ ფემი - ისრაელი), ორბელაძე, კორღალიძე, ბერიაშვილი (სამივე მეტალურგი), ჯიშკარიანი, შალამბერიძე, კოშკაძე (სამივე გურია), რაჟამაშვილი (ზესტაფონი).

კლუბში დამრჩენთა სია ასე გამოიყურება: შეყრილაძე, ლეგაშვილი, თომაშვილი, კვახაძე, ხიზანეიშვილი, სადაღაშვილი, ახალკაცი, გოგინაშვილი, წიქარიძე.

ასევე
დუბლშემადგენლობიდან და "დილას" აკადემიიდან პირველ გუნდში დაწინაურდნენ: ნ. ნოზაძე, კურმაშვილი და სირბილაძე.

"დილას" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული